„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 678
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017171
678
01/02/2021
ვებგვერდი, 01/02/2021
040030000.22.027.017171
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №678

2021 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.07.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
 
1.  24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ დებულების 25-ე მუხლის „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრულ ფუნქციებს ფილიალი ახორციელებს სკანირების სპეციალისტის მეშვეობით. სკანირების სპეციალისტი უშუალოდ ექვემდებარება ფილიალის მენეჯერს. საჭიროების შემთხვევაში  ფილიალში შესაძლებელია შეიქმნას სკანირების ჯგუფი, რომელსაც  უხელმძღვანელებს კოორდინატორი.“.
 
2. 25-ე მუხლის: 
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„გ)  მომსახურებებთან დაკავშირებით მიღებული კორესპონდენციის, განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების სკანირება, შესაბამის ელექტრონულ პროგრამებში ატვირთვა და უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდება ელექტრონული ფორმით;“; 
 
ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) მომსახურებებთან დაკავშირებით მიღებული მატერიალური დოკუმენტების აღრიცხვა, დახარისხება, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაბამისი ორგანოსთვის  გადაცემა;“. 
 
3.  262 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ დებულების 263-ე  მუხლის „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრულ ფუნქციებს გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახორციელებს სკანირების სპეციალისტის მეშვეობით, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერს.“.
 
4. 263 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 „გ)  მომსახურებებთან დაკავშირებით მიღებული კორესპონდენციის, განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების სკანირება, შესაბამის ელექტრონულ პროგრამებში ატვირთვა და უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდება ელექტრონული ფორმით;“;
 
ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) მომსახურებებთან დაკავშირებით მიღებული მატერიალური დოკუმენტების აღრიცხვა, დახარისხება, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაბამისი ორგანოსთვის  გადაცემა;“.
 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიგოჩა ლორთქიფანიძე