„ერედვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/02/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.147.016252
2
01/02/2021
ვებგვერდი, 03/02/2021
190020020.35.147.016252
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2021 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7  დეკემბრის №24 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 08/12/2020; 190020020.35.147.016249) დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის 5.1.7 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.1.7  დევნილთა ოჯახების დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 05 01 07)

  ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

ა)   ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილი ოჯახების დახმარება, რომლებიც ჩასახლებულნი არიან დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, ერთჯერადად ბიუჯეტიდან  გაეწევათ დახმარება სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო კალათით.   სასურსათო კალათის მიტანა მოხდება ადგილზე.  

ბ) ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, ერთჯერადად ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ სოციალური პროგრამის ფარგლებში და სასურსათო კალათის ნაცვლად მიეცემათ ფულადი დახმარება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი