„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-9/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016837
01-9/ნ
31/01/2021
ვებგვერდი, 31/01/2021
470230000.22.035.016837
„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-9/ნ

2021 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07/06/2020, 470230000.22.035.016756) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჩასატარებელ სავალდებულო ტესტირების პროცესზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45​​​3 მუხლის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების 32 მუხლისა და მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“;

გ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს თანდართული „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის  (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჩასატარებელი სავალდებულო ტესტირების პროცესზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესი და პროცედურები“ №1 დანართის შესაბამისად.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის  (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესი და პროცედურები):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჩასატარებელი სავალდებულო ტესტირების პროცესზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესი და პროცედურები“;

ბ) პირველი მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – ჯანდაცვის სამინისტრო) მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესი და პროცედურები (შემდგომ – წესი) შემუშავებულია იმისთვის, რომ მოხდეს სამუშაო ადგილებზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით (შემდგომ – საქართველოს მთავრობის №322 დადგენილება) დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-9 მუხლისა და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის აღსრულება და ამ მიზნით სამუშაო ადგილებზე სავალდებულო ტესტირების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი.“;

 ბ.ბ) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებასა და „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის №975 განკარგულება) დამტკიცებული №1 დანართის (კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი) პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ტესტირების პროცესზე გეგმურ კონტროლს ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომ – შრომის ინსპექცია) უშუალოდ ან/და შემდეგი საზედამხედველო უწყებების დახმარებით:“;

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებული უწყებები ახორციელებენ სამუშაო ადგილებზე ჩასატარებელი ტესტირების პროცესის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს შემდეგი მიმართულებებით:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პირის (ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი – სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად) (ფიზიკური/იურიდიული) მიერ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმების, სათანადო კითხვარისა და შემოწმების აქტის შევსების, ასევე რეკომენდაციების შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე რეკომენდაციების შესრულების თაობაზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის გაცემის მიზნით;

ბ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პირის (ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი – სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად) (ფიზიკური/იურიდიული) მიერ საქართველოს მთავრობის №975 განკარგულების შესაბამისად ტესტირების განხორციელების პროცედურების დაცვის შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე საქმიანობის განხორციელების დადებითი ან უარყოფითი დასკვნის გაცემის ან გეგმური შემოწმების განხორციელების მიზნით.

2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უწყებები ახორციელებენ სამუშაო ადგილებზე საქართველოს მთავრობის №975 განკარგულების შესაბამისად ტესტირების განხორციელების პროცედურების დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლს შემდეგი მიმართულებებით:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პირის (ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი – სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად) მიერ საქართველოს მთავრობის №975 განკარგულების შესაბამისად ტესტირების განხორციელების პროცედურების დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შემოწმების, სათანადო კითხვარისა და შემოწმების აქტის შევსების, საქმისწარმოების სხვა მასალების მოძიებისა და შეგროვებული დოკუმენტაციის შრომის ინსპექციაში გადაგზავნის მიზნით (განხორციელდება ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უწყებების მიერ, გარდა შრომის ინსპექციისა);

ბ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პირის (ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი – სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად) მიერ საქართველოს მთავრობის №975 განკარგულების შესაბამისად ტესტირების განხორციელების პროცედურების დაცვის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შემოწმების, სათანადო კითხვარისა და შემოწმების აქტის შევსების, საქმისწარმოების სხვა მასალების მოძიებისა და შეგროვებული დოკუმენტაციისა და ჩატარებული შემოწმების შედეგების შესწავლის, ხოლო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით (განხორციელდება – შრომის ინსპექციის მიერ).“;

გ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პირი არღვევს საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების, საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებით განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე ტესტირების პროცედურებსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით განსაზღვრულ წესებს და მოთხოვნებს.“.

დ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პირმა, მისი საქმიანობის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის დადგენის შემოწმების განხორციელების მიზნით რეგისტრაცია უნდა განახორციელოს ელექტრონულად, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (www.moh.gov.ge) პორტალზე www.orginspect.moh.gov.ge.

2. პირის მიერ განაცხადი უნდა შეივსოს კონკრეტულად იმ საქმიანობის მიმართულებით, რომლის განხორციელებაც არ არის ნებადართული ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო, თუმცა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულია ამ საქმიანობის გახსნა ან/და პირი საჭიროებს შრომის ინსპექციის მიერ გაცემულ სათანადო დასკვნას საქმიანობის განხორციელების თაობაზე.“;

ე) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. საქმიანობის საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან  შესაბამისობის დადგენის მიზნით გაკეთებული განაცხადი

1. საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებით დადგენილი წესის შესაბამისად, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ტესტირების შედეგად  ეკონომიკური საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით, ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ნუსხა და ტესტირების ჩატარების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. პირმა, რომელსაც სურს საქართველოს მთავრობის №322 დადგენილებით ნებადართული იმ საქმიანობის განხორციელება, რომელიც ექვემდებარება საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებით დადგენილი წესით სავალდებულო ტესტირებას, რეგისტრაცია ტესტირების განხორციელების მიზნით უნდა განახორციელოს ელექტრონულად, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) განთავსებული ელექტრონული პლატფორმის (www.labour.moh.gov.ge)  მეშვეობით.

3. პირის მიერ ელექტრონულ პლატფორმაზე რეგისტრაცია მოიცავს ელექტრონულ პლატფორმაზე (www.labour.moh.gov.ge) წვდომის უფლების მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მინიჭებული მომხმარებლის/პაროლის მეშვეობით.

4. ელექტრონულ პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდეგ პირი ვალდებულია შეიყვანოს ბაზაში განთავსებული ინფორმაცია სრულად (შესავსები ველების შესაბამისად) მათ შორის მონაცემები ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებული მთავარი ორგანიზაციის, მასში განთავსებული ყველა ნებადართული ობიექტის, თითოეულ ობიექტზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ (პირის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს საქართველოს მთავრობის №322 დადგენილებით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემებს მათ შორის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სამუშაო ადგილი).

5. ელექტრონულ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებაზე, სრულყოფილებასა და სისწორეზე პასუხისმგებელია პირი (ელექტრონულ პლატფორმაზე წვდომის უფლების მქონე სამეწარმეო სუბიექტი), რომელსაც აქვს საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებით დაკისრებული ვალდებულება, რომ მოახდინოს მის ობიექტზე მომუშავე პირების სავალდებულო ტესტირება.

6. ამ ბრძანებითა და საქართველოს მთავრობის №975 განკარგულების შესაბამისად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავალებით შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი – მთავარი შრომის ინსპექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლების მქონე პირებსა და მათ უფლებამოსილებებს ინფორმაციის დამუშავების მოცულობასთან მიმართებაში.

7. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ დასკვნის მიღების შემდგომ გეგმური (საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებით დადგენილ ვადაში მომდევნო სავალდებულო ტესტირება) ტესტირებისა და პროცედურების დაცვის შემოწმებას/კონტროლს (მათ შორის ელექტრონულ პლატფორმაზე წვდომით) ახორციელებს შრომის ინსპექცია, ხოლო მითითებული მონაცემების/ინფორმაციის ადგილზე გადამოწმება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც უშუალოდ შრომის ინსპექციის მიერ, ასევე ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უწყებების მეშვეობით.

8. შრომის ინსპექციის ან/და სხვა საზედამხედველო უწყებების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ადგილზე გადამოწმების შედეგად ივსება საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის თაობაზე ამ წესის №1.1.1 დანართით განსაზღვრული შემოწმების აქტი.“;

ვ) მე-4 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზედამხედველო უწყებები საქართველოს მთავრობის №322 დადგენილებით და ამ ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებენ სამუშაო ადგილების, სამუშაო სივრცეების, დასაქმებულთა, დამსაქმებელთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ/მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს/კონტროლს და საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებით განსაზღვრულ ტესტირების პროცედურებზე გეგმურ მონიტორინგს იმგვარად, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს თითოეული საზედამხედველო უწყების დარგობრივი მიმართულებები/ფუნქციები. ამასთან, მოცემული შემოწმებისას ზედამხედველი ორგანო არ უნდა გასცდეს ამ ბრძანებით გათვალისწინებული შემოწმების ფარგლებს.“;

ვ.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მთავრობის №322 დადგენილებით და ამ ბრძანებით განსაზღვრული საზედამხედველო უწყებები (ხელმძღვანელები) შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირისგან იღებენ იმ ობიექტების სიას, რომელთაც სურთ საქმიანობის განხორციელება ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციული ზომების მოქმედების პერიოდში და მათი საქმიანობის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის დადგენა ან/და მათი დასაქმებულების მიმართ განსახორციელებელი ტესტირების პროცედურების გეგმური შემოწმება საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებით დადგენილი წესით.

5. შრომის ინსპექციის მიერ მიწოდებული სიის შესაბამისად, თითოეული საზედამხედველო უწყება, ამ ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამოწმებს ობიექტების მიერ საქმიანობის განხორციელებამდე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების საკითხს ამ ბრძანების №1.2 დანართებით განსაზღვრული კითხვარების შესაბამისად და ავსებს ამ წესის №1.1 დანართით გათვალისწინებულ შემოწმების აქტს ან/და გასცემს ამ ბრძანების №1.1.1 დანართით განსაზღვრულ საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის თაობაზე  შემოწმების აქტს.“;

ვ.გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ვ.დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ინსპექტირების დღის ბოლოს, თითოეული საზედამხედველო უწყება, ობიექტზე განხორციელებული ინსპექტირების საფუძველზე შედგენილ შემოწმების აქტს, სადაც აღნიშნულია შემოწმების შედეგი, ასევე შევსებულ კითხვარს (თანდართული დოკუმენტაცით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) და საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებით განსაზღვრულ გეგმური ტესტირების პროცედურების შესრულების/შეუსრულებლობის თაობაზე ამ ბრძანების №1.1.1 დანართით განსაზღვრულ შემოწმების აქტს ტვირთავს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში, რომელიც ავტომატურად იგზავნება შრომის ინსპექციაში.“;

ზ) მე-5 მუხლის:

ზ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ობიექტზე მოახდინოს საქართველოს მთავრობის №322 დადგენილების, ასევე ამ დადგენილებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმება როგორც დასაქმებულების, ასევე დამსაქმებლების და მესამე/სხვა პირების მიმართ;“;

ზ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დ1 ქვეპუნქტი:

„დ1) მოახდინოს სამუშაო ადგილებზე დასაქმებული პირების საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებით განსაზღვრული ტესტირების პროცედურების შესრულების მდგომარეობის თაობაზე ინფორმირება (მათ შორის ტესტირებას დაქვემდებარებული პირების დადებითი შედეგების პროცენტული მაჩვენებლის თაობაზე);“;

ზ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განიხილოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების საკითხი ადგილზე და ადგილზევე შეავსოს სათანადო კითხვარი და შემოწმების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ობიექტის წარმომადგენელი (ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შემოწმების აქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი) და საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენელი. ასევე საჭიროების შემთხვევაში ადგილზევე შეავსოს ამ ბრძანების №1.1.1 დანართის შესაბამისად განსაზღვრული შემოწმების აქტი.“;

თ) მე-6 მუხლის:

თ.ა) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე დადებითი დასკვნის გაცემის შესახებ (საქართველოს მთავრობის №322 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში უთანაბრდება საქმიანობის განხორციელების უფლებას);

ბ) ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე უარყოფითი დასკვნის გაცემის შესახებ (საქართველოს მთავრობის №322 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში უთანაბრდება საქმიანობის განხორციელების უფლებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას);“;

თ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებით განსაზღვრული ტესტირების პროცედურების შესრულების მდგომარეობის თაობაზე დადებითი/უარყოფითი შედეგის ასახვა ხდება  ელექტრონულ პლატფორმაზე (www.labour.moh.gov.ge) განთავსების გზით).“;

თ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების მიზნით, შემოწმების განმახორციელებელი უწყება (საზედამხედველო უწყება, ვინც უშუალოდ იმყოფებოდა ობიექტზე შესამოწმებლად) ვალდებულია მიაწოდოს ობიექტს შევსებული კითხვარი ან/და შემოწმების აქტები (მისი ასლი).“;

თ.დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ ეთანხმება შემოწმების აქტების შინაარსს ან/და კითხვარს მას შეუძლია კითხვარი და შემოწმების აქტები ან/და ელექტრონულად გაცემული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის №975 განკარგულების მოთხოვნების შესრულების/შეუსრულებლობის თაობაზე გაასაჩივროს იმ უწყების ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ვინც შეადგინა შემოწმების აქტი/კითხვარი/გადაწყვეტილება ან სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში და წესით.“;

ი) მე-8 მუხლის:

ი.ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმება ხორციელდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებით განსაზღვრული ტესტირების პროცედურების დაცვის გეგმურად გადამოწმების მიზნით, ადგილზე ივსება ამ წესით გათვალისწინებული №1.1.1 დანართით გათვალისწინებული შემოწმების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ობიექტის (ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში კეთდება სათანადო ჩანაწერი) და საზედამხედველო უწყების წარმომადგენელი.“;

ი.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მიუხედავად იმისა, რომ პირის საქმიანობის კონტროლი შესაძლებელია ხორციელდებოდეს ასევე ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უწყებების მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილია მხოლოდ შრომის ინსპექცია.“;

3. ბრძანებას დაემატოს №1.1.1 დანართი (შემოწმების აქტი  „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის თაობაზე საქართველოს მთავრობის  №975 განკარგულებით განსაზღვრული ტესტირების პროცედურების გეგმურად შესრულების/შეუსრულებლობის მდგომარეობის შესახებ).

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 21 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე