„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/02/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017432
20
01/02/2021
ვებგვერდი, 02/02/2021
200090000.22.033.017432
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №20

2021 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. დანართი NVI-12  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. 107-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„მუხლი 107. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსება

1. გაანგარიშების პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია მოსაკრებლის გადამხდელის რეკვიზიტების, გაანგარიშების ტიპის (პირველადი/შესწორებული), საანგარიშო პერიოდის შესახებ, აგრეთვე, ეკონომიკური საქმიანობის (,,NACE“) კოდი „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ მიხედვით.  

2. გაანგარიშების ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელისმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

3. გაანგარიშების II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.

4. გაანგარიშების III ნაწილის:

ა)  პირველ სვეტში აისახება იმ ლიცენზიის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის მიხედვითაც ხორციელდება ანგარიშგება;

ბ) მე-2 სვეტში აისახება პირველ სვეტში მითითებული ლიცენზიით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსის სახეობა. თუ ლიცენზია მოიცავს რამდენიმე სახეობის რესურსს, მაშინ თითოეული სახეობა ცალ-ცალკე სტრიქონში აისახება;

გ) მე-3 სვეტში აისახება ზომის ერთეული (გრამი, კილოგრამი, ტონა, მ3) ბუნებრივი რესურსების სახეობათა მიხედვით;

დ) მე-4 სვეტში აისახება გარემოდან ამოღებული (მოპოვებული/მოსაპოვებელი) ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ:

დ.ა) სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ წყალზე – წლის განმავლობაში გამოყენებული წყლის მოცულობა;

დ.ბ) ტყის ფონდის მერქნულ რესურსებზე – საანგარიშო თვის განმავლობაში ბუნებიდან ამოღებული რესურსების ოდენობა. ამასთან, თუ პირი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სისტემატურად (ყოველდღიურად) ახორციელებს ტყის ფონდის მერქნული რესურსების გარემოდან ამოღებას, უფლებამოსილია წინასწარ წარადგინოს მოსაკრებლის გაანგარიშება თვის მოსალოდნელი მოსაპოვებელი რესურსების მოცულობების მიხედვით, რომელიც შემდგომში ექვემდებარება შესაბამისი სასაქონლო ზედნადებით განაშთვას;

დ.გ) მინერალურ წყლებსა და მიწისქვეშა მტკნარ ჩამოსასხმელ წყლებზე – კვარტლის განმავლობაში ლიცენზიის შესაბამისად დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, წლიური გეგმის ¼-ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება წლიური გეგმის ¼-ს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობა; 

დ.დ) ნახშირორჟანგზე (გაზი CO2) – თვის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული ყოველდღიური ლიმიტის შესაბამისად მოპოვებული რესურსის მოცულობა (ოდენობა);

დ.ე) იმ სასარგებლო წიაღისეულზე, რომლის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური, წლიური მაქსიმალური ან დღიური ოდენობა (გარდა მინერალური წყლებით, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით და ნახშირორჟანგისა) – 6 თვის განმავლობაში ლიცენზიის შესაბამისად დამტკიცებული სასარგებლო წიღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიური ასათვისებელი მოცულობა, თანაბარ ნაწილებად, წლიური გეგმის ½-ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება წლიური გეგმის ½-ს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია მოიცავს არასრულ წელს (დაიწყო, დასრულდა, გასხვისდა წლის შიგნით), გეგმური მოცულობა განისაზღვრება თვის ლიმიტის მიხედვით, ხოლო თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება თვიურ ლიმიტს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა.

შენიშვნა:

1. თუ წლის შიგნით რომელიმე საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა აღემატება ამავე პერიოდის გეგმიურ მოცულობას, გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა.

2. თუ ადგილი აქვს ლიცენზიის/მისი ნაწილის იჯარით გაცემას, მოსაკრებლის გაანგარიშებას და გადახდას ახორციელებს ლიცენზიის მესაკუთრე.

3. თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია განცხადებით მიმართოს ლიცენზიის გამცემ ორგანოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

 

მაგალითი 1:

პირმა 2021 წლის მარტის თვეში მიიღო სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზია 2026 წლის  მარტამდე მოქმედების ვადით. ლიცენზიაზე  დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 15 000 მ3, შემდეგ წლებში 20 000 მ3-ს, ხოლო 2026 წელს (პირველ მარტამდე) -  2 000 მ3 -ს.

მოცემულ შემთხვევაში:

2021 წლის წლიური გეგმა მოიცავს 10 თვეს - მარტიდან დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდს. შესაბამისად, რადგან აღნიშნული პერიოდი  აღემატება 6 თვეს,  15 ივლისის  და მომდევნო წლის 15 იანვრის სავადო თარიღებისთვის წარდგენილი ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდების გაანგარიშებებში ასახულ უნდა იქნეს თვიური ლიმიტის შესაბამისად განსაზღვრული 2021 წლის გეგმით გათვალისწინებული ასათვისებელი რესურსის მოცულობა. მოცემული მაგალითის პირობებში, 2021 წლის I არასრული ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის (მარტი-ივნისი) გაანგარიშებაში (სვ.4) ასახვას ექვემდებარება  6 000მ3 (15 000/10*4), ხოლო II ექვსთვიანი (ივლისი - დეკემბერი) საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში, რომელიც წარედგინება საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა - 9000 მ3 (15 000/10*6).  

2022-2025 წლებში (ემთხვევა კალენდარულ წელს), ყოველი წლის ექვსთვიან პერიოდებზე სავადო თარიღებისათვის (არაუგვიანეს 15 ივლისი და მომდევნო წლის 15 იანვარი) წარდგენილ გაანგარიშებაში, ასახულ  უნდა იქნეს შესაბამისი წლის ათვისების გეგმით განსაზღვრული რესურსის მოცულობა თანაბარ ნაწილებად (წლიური გეგმის ½-ის ოდენობით), მოცემული მაგალითის პირობებში - 10 000 მ3(20 000/2).

2026 წლის წლიური გეგმა მოიცავს 2 თვეს - იანვრიდან თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდს. შესაბამისად, რადგან აღნიშნული პერიოდი არ აღემატება 6 თვეს,  წლიური გეგმით მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა  (2000 მ3) სრულად ექვემდებარება ასახვას 2026 წლის 15 ივლისისათვის წარსადგენ გაანგარიშებაში.

მაგალითი 2:

პირმა 2021 წლის სექტემბრის თვეში მიიღო სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზია 2026 წლის  სექტემბრამდე მოქმედების ვადით. ლიცენზიაზე  დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის 2021 წლის წლიური ოდენობა შეადგენს 4 000 მ3-ს,  შემდეგ წლებში 12 000 მ3-ს, ხოლო 2026 წელს (პირველ სექტემბრამდე) -  8 000 მ3 -ს.

მოცემულ შემთხვევაში:

2021 წლის წლიური გეგმა მოიცავს 4 თვეს - სექტემბრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდს. შესაბამისად, რადგან აღნიშნული პერიოდი არ აღემატება 6 თვეს,  წლიური გეგმით მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა  (4000 მ3) სრულად ექვემდებარება ასახვას 2022 წლის 15 იანვრისათვის წარსადგენ გაანგარიშებაში.

2022-2025 წლებში, ყოველი წლის ექვსთვიან პერიოდებზე სავადო თარიღებისათვის (არაუგვიანეს 15 ივლისი და მომდევნო წლის 15 იანვარი) წარდგენილ გაანგარიშებაში, ასახულ  უნდა იქნეს შესაბამისი წლის ათვისების გეგმით განსაზღვრული რესურსის მოცულობა  თანაბარ ნაწილებად (წლიური გეგმის ½-ის ოდენობით), მოცემული მაგალითის პირობებში - 6 000 მ3(12 000 მ3/2).

ლიცენზიის დასრულების წელს (2026 წელს) -  ვინაიდან წელი არის არასრული  (მოიცავს 8 თვეს),  15 ივლისის  და მომდევნო წლის 15 იანვრის სავადო თარიღებისთვის წარდგენილ ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდების გაანგარიშებებში  ასახულ უნდა იქნეს თვიური ლიმიტის შესაბამისად განსაზღვრული 2026 წლის გეგმით გათვალისწინებული ასათვისებელი რესურსის მოცულობა. მოცემული მაგალითის პირობებში, 2026 წლის I ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში (სვ.4) ასახვას ექვემდებარება  6 000 მ3 (8 000 მ3/8*6), ხოლო II ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის გაანგარიშებაში  2 000 მ3 (8 000 მ3/8*2) .

დ.ვ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიების შემთხვევაში, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე მოპოვებული სასარგებლო წიღისეულისათვის ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით;

დ.ზ) შავ ზღვაში თევზჭერაზე – თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრული ოდენობა;

დ.თ) სხვა ბუნებრივ რესურსებზე – თვის განმავლობაში ფაქტობრივად მოპოვებული ბუნებრივი რესურსის მოცულობა (ოდენობა);

დ.ი) ლიცენზიის გარეშე მოსაპოვებელ სასარგებლო წიაღისეულზე - კვარტლის განმავლობაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის პროპორციულად. ამასთანავე, თუ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა ან თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრულს, მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით;

ე)  მე-5 სვეტში აისახება ბუნებრივი რესურსის ის მოცულობა (რაოდენობა), რომელიც არ ექვემდებარება მოსაკრებლის გადახდას. ასევე, წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარდგენილი გაანგარიშების ამ სვეტში ასასახი მონაცემები შეიძლება წარმოიქმნას იმ შემთხვევაში, როცა გაანგარიშების მე-4 სვეტში ასახული ბუნებრივი რესურსის ჯამური მოცულობა აღემატება სასარგებლო წიღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურად ასათვისებელ მოცულობას, იმ პირობებში, როცა ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიღისეულის ოდენობა არ აღემატება სასარგებლო წიღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურად ასათვისებელ მოცულობას.

მაგალითი 3:

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც  დამტკიცებული ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული 2019 წლის ასათვისებელი რესურსის წლიური მოცულობა შეადგენს 20 000 მ3. 2019 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში გადამხდელს რესურსი არ მოუპოვებია, ხოლო II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 14 000 მ3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი.

მოცემულ შემთხვევაში:

პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად:

2019 წლის 15 ივლისის სავადო თარიღისთვის წარდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ. 4) უნდა აისახოს 2019 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი 10 000 მ3.

2020 წლის 15 იანვრის სავადო თარიღში წარდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ. 4) უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 14 000 მ3. იმის გათვალისწინებით, რომ წლის მანძილზე ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა (14 000 მ3) ნაკლებია ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ 2019 წლის ასათვისებელ წლიურ მოცულობაზე (20 000 მ3) მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება 20 000 მ3 ოდენობის ბუნებრივ რესურსზე. შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 24 000 მ3-ს (10 000 მ3 +14 000 მ3), გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 4 000 მ3 ((10 000 მ3+14 000მ3)-20 000 მ3) რესურსის მოცულობა.

მაგალითი 4:

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც  დამტკიცებული ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული 2019 წლის ასათვისებელი რესურსის წლიური მოცულობა შეადგენს 20 000 მ3. 2019 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში გადამხდელმა მოიპოვა 18 000 მ3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი, ხოლო II ექვსთვიან  საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 8 000 მ3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი.

მოცემულ შემთხვევაში:

პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად:

2019 წლის 15 ივლისის სავადო თარიღისთვის წარდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ. 4) უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 18 000 მ3.

2020 წლის 15 იანვრის სავადო თარიღში წარდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ. 4) უნდა აისახოს 2019 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი 10 000 მ3. იმის გათვალისწინებით, რომ წლის მანძილზე ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა (26 000 მ3) აღემატება ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ 2019 წლის ასათვისებელ წლიურ მოცულობას (20 000 მ3) მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფაქტობრივად მოპოვებული 26 000 მ3 ოდენობის ბუნებრივ რესურსზე. შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 28 000 მ3-ს (18 000 მ3 +10 000 მ3), გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 2 000 მ3 ((18 000 მ3+10 000მ3)-26 000 მ3) რესურსის მოცულობა.

მაგალითი 5:

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც  დამტკიცებული ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული 2019 წლის ასათვისებელი რესურსის წლიური მოცულობა შეადგენს 20 000 მ3. 2019 წლის I ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში გადამხდელმა მოიპოვა 16 000 მ3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი, ხოლო II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებულია 4 000 მ3 მოცულობის ბუნებრივი რესურსი.

მოცემულ შემთხვევაში:

პირის მიერ საგადასახადო ვალდებულება მოსაკრებლის ნაწილში უნდა შესრულდეს შემდეგნაირად:

2019 წლის 15 ივლისის სავადო თარიღისთვის წარდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ. 4)  უნდა აისახოს ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის რაოდენობა 16 000 მ3.

2020 წლის 15 იანვრის სავადო თარიღში წარმოდგენილ გაანგარიშებაში მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ. 4) უნდა აისახოს  2019 წელს ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი რესურსის წლიური ოდენობის ნახევარი 10 000 მ3. იმის გათვალისწინებით, რომ წლის მანძილზე ფაქტობრივად მოპოვებულია ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული 2019 წლის ასათვისებელი რესურსის წლიური მოცულობა (20 000 მ3) მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება რესურსის ამ მოცულობაზე (20 000 მ3). შესაბამისად, ვინაიდან გაანგარიშების მე-4 სვეტში ჯამურად ასახული რესურსის რაოდენობა შეადგენს 26 000 მ3-ს (16 000 მ3 +10 000 მ3), გაანგარიშების მე-5 სვეტში ასახვას ექვემდებარება 6 000 მ3 ((16 000 მ3+10 000მ3)-20 000 მ3) რესურსის მოცულობა.

ვ) მე-6 სვეტში აისახება მოსაკრებლის გადახდას დაქვემდებარებული ბუნებრივი რესურსის მოცულობა (რაოდენობა) (სვტ.4 – სვტ.5).

ზ) მე-7 სვეტში აისახება მოსაკრებლის ის განაკვეთი, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრულია პირველ სვეტში მოცემული მოსაკრებლის გადახდას დაქვემდებარებული თითოეული სახეობის რესურსისათვის.

თ)  მე-8 სვეტში აისახება მე-6 და მე-7 სვეტებში მოცემული სიდიდეების ნამრავლი.

5. იმ შემთხვევაში, როცა მოსაკრებლის გადამხდელი ანგარიშგებას ახორციელებს ლიცენზიის მიღების თარიღის გათვალისწინებით და, შესაბამისად, ექვსთვიანი პერიოდი არ ემთხვევა კალენდარული წლის ექვსთვიან პერიოდს, ამ წესით განხორციელებული ანგარიშგება მოიცავს 2021 წლის I ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის ნაწილს, პირს უფლება აქვს ამავე გაანგარიშებით შეიმციროს თვიური ლიმიტის შესაბამისად განსაზღვრული 2021 წლის გეგმით გათვალისწინებული ასათვისებელი რესურსის მოცულობა. ამასთან, 2021 წლის ექვსთვიანი და ყოველი  შემდგომი პერიოდის გაანგარიშება წარდგენილ უნდა იქნეს 15 ივლისის და 15 იანვრის სავადო თარიღების მიხედვით.

მაგალითი 6:

პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას, რომელზეც  დამტკიცებული ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული 2021 წლის ასათვისებელი რესურსის წლიური მოცულობა შეადგენს 12 000 მ3. პირის მიერ გაანგარიშების წარდგენა ხორციელდება ლიცენზიის გაცემის თარიღის გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს 2020 წლის სექტემბრიდან - 2021 წლის თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდს.

მოცემულ შემთხვევაში:

პირის მიერ წარსადგენი გაანგარიშების მოპოვებული/მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა (სვტ. 4)  უნდა აისახოს  სექტემბრიდან - თებერვლის ჩათვლით პერიოდში  მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა, ხოლო ამავე გაანგარიშების მე-5 სვეტში უნდა ასახოს 2021 წლის იანვრიდან - თებერვლის ჩათვლით პერიოდში თვიური ლიმიტის შესაბამისად განსაზღვრული 2021 წლის გეგმით გათვალისწინებული ასათვისებელი რესურსის მოცულობა 2 000 მ3(12 000 მ3/12*2).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი