დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/01/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.017430 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში (ვებგვერდი, 14/06/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.017103) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
1. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ევროინტეგრაციის და პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელობა): ა) უმაღლესი ეკონომიკური, იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ან უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სპეციალობით; ბ) სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში ან პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან/და დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, მათ შორის ხელძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის I, II, V და VI კარების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ძირითადი სადამფუძნებლო შეთანხმებების, სტანდარტული/ძირითადი დებულებების და სახელმძღვანელოების (მათ შორის, შესყიდვების წესები, თანხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოები) ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook), ასევე სპეციალიზებული პროგრამების (ვალის მართვის სისტემა, DMFAS, eDMS, eBudget, eTreasury) ცოდნა; ვ) ინგლისური ენის ცოდნა.“. 2. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. საინვესტიციო პროექტების სამმართველო 1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება, ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ან უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სპეციალობით; ბ) სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში ან საინვესტიციო პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან/და დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ძირითადი სადამფუძნებლო შეთანხმებების, სტანდარტული/ძირითადი დებულებების და სახელმძღვანელოების (მათ შორის, შესყიდვების წესები, თანხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოები) ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა, ასევე სპეციალიზებული პროგრამების (ვალის მართვის სისტემა, DMFAS, eDMS, eBudget, eTreasury) ცოდნა; ვ) ინგლისური ენის ცოდნა. 2. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება, ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ან უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სპეციალობით; ბ) სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში ან საინვესტიციო პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან/და დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ძირითადი სადამფუძნებლო შეთანხმებების, სტანდარტული/ძირითადი დებულებების და სახელმძღვანელოების (მათ შორის, შესყიდვების წესები, თანხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოები) ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა, ასევე სპეციალიზებული პროგრამების (ვალის მართვის სისტემა, DMFAS, eDMS, eBudget, eTreasury) ცოდნა; ვ) ინგლისური ენის ცოდნა. 3. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება, ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ან უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სპეციალობით; ბ) სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში ან საინვესტიციო პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან/და დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ძირითადი სადამფუძნებლო შეთანხმებების, სტანდარტული/ძირითადი დებულებების და სახელმძღვანელოების (მათ შორის, შესყიდვების წესები, თანხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოები) ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა; ასევე სპეციალიზებული პროგრამების (ვალის მართვის სისტემა, DMFAS, eDMS, eBudget, eTreasury) ცოდნა; ვ) ინგლისური ენის ცოდნა. 4. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება, ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ან უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სპეციალობით; ბ) სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში ან საინვესტიციო პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან/და დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ძირითადი სადამფუძნებლო შეთანხმებების, სტანდარტული/ძირითადი დებულებების და სახელმძღვანელოების (მათ შორის, შესყიდვების წესები, თანხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოები) ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა, ასევე სპეციალიზებული პროგრამების (ვალის მართვის სისტემა, DMFAS, eDMS, eBudget, eTreasury) ცოდნა; ვ) ინგლისური ენის ცოდნა. 5. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება, ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ან უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სპეციალობით; ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა; დ) ინგლისური ენის ცოდნა.“. 3. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები