„სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-8/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016836
01-8/ნ
29/01/2021
ვებგვერდი, 01/02/2021
470230000.22.035.016836
„სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-8/ნ

2021 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07/03/2016, 470230000.22.035.016378) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის (სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაცია): 

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის სქოლიო „2“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2 ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდების უფლება ასევე აქვთ გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს (2021 წლის 1 ივლისამდე), ამასთან, აღნიშნული სერვისის მიწოდება შესაძლებელია სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ, კომპეტენციის შესაბამისად (2021 წლის 1 ივლისამდე).“. 

2. №2 დანართის (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მოვლის დონეები) ,,ბ“ ქვეპუნქტის სქოლიო „8“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8 „გადაუდებელი მედიცინის“ სპეციალისტი, ასევე, სხვა ექიმ-სპეციალისტი, კომპეტენციის შესაბამისად (2021 წლის 1 ივლისამდე).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე