„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 27/01/2021
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016171
23
27/01/2021
ვებგვერდი, 28/01/2021
040170020.57.069.016171
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება  №23

2021 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

 

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 ნოემბრის №21 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 02.12.2015, 040170020.57.069.016075) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების და საქმიანობის წესის“:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თავმჯდომარის მოადგილე, კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს მისთვის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ანაწილებს მოვალეობებს ამ ერთეულების თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს ამ სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ კორესპონდენციას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციები და საქმიანობის წესი

1. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, სხვა იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტებისა და სააგენტოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;

ბ) შავ სიასთან და თეთრ სიასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

დ) სამმართველოს საქმიანობის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვისა და მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა;

ვ) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ დაკისრებული სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ფუნქციების შესრულება.

2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს;

ზ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს;

ი) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებას სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

მ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ნ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

4. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

ა) ახორციელებს სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, სხვა იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტებისა და სააგენტოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივ ექსპერტიზასა და ვიზირებას;

ბ) ატარებს ადმინისტრაციული წარმოებას შავ სიასთან და თეთრ სიასთან დაკავშირებით;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

ე) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ვ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

5. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტი:

ა) ამზადებს სამმართველოსთვის განკუთვნილ კორესპონდენციას;

ბ) ატარებს ადმინისტრაციული წარმოებას შავ სიასთან და თეთრ სიასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, იწვევს მხარეებს, ამზადებს ოქმებსა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას;

გ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.“.

4. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-11 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

„მუხლი 111. სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს ფუნქციები და საქმიანობის წესი

1. სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფისთვის წინადადებების მომზადება;

ბ) ნორმატიული და საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ, სააგენტოში წარმოდგენილ კორესპონდენციაზე საერთო პოზიციის კოორდინირება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვისა და მიმწოდებლებისთვის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

ე) შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო-სარეკომენდაციო ფუნქციის შესრულებისას სააგენტოს ერთიანი პოზიციის შემუშავების კოორდინირება;

ვ) სააგენტოს ცხელ ხაზზე, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, შემოსულ იმ ზარებზე პასუხის გაცემა და კონსულტაციის გაწევა, რომლებზე პასუხიც აღემატება სააგენტოს ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის (ცხელი ხაზის ოპერატორი) კომპეტენციას, აგრეთვე კონსულტაციის გასაწევად აუცილებელი ინფორმაციის სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან/ქვედანაყოფისგან მოძიება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან სააგენტოს/დეპარტამენტის/სამმართველოს წარმომადგენლობა;

თ) თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ დაკისრებული სამართალშემოქმედებითი და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებული, სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ფუნქციების შესრულება.

2. სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამუშაოს სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

გ) ზედამხედველობს და აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

დ) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ე) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამშრომლის მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) პასუხობს სააგენტოს ცხელ ხაზზე შემოსულ, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ, იმ ტიპის ზარებს, რომლებზე პასუხიც აღემატება სააგენტოს ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის (ცხელი ხაზის ოპერატორი) კომპეტენციას, აგრეთვე სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან/ქვედანაყოფისგან მოიძებს კონსულტაციის გასაწევად აუცილებელ ინფორმაციას;

ზ) კოორდინაციას უწევს შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ, საკონსულტაციო-სარეკომენდაციო ფუნქციის შესრულებისას სააგენტოს ერთიანი პოზიციის შემუშავებას;

თ) საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ ახორციელებს სამმართველოსთვის დაკისრებულ ფუნქციებს;

ი) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა ორგანიზაციასთან წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს;

ლ) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებას სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

მ) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ნ) შუამდგომლობს სამმართველოსთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გამოყოფის თაობაზე;

ო) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

პ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ზეპირი ან/და წერილობითი წარდგინებით, თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

4. სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

ა) მუშაობს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით;

ბ) ამზადებს ნორმატიული და საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;

დ) კოორდიანციას უწევს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სააგენტოში წარმოდგენილ კორესპონდენციაზე საერთო პოზიციის შემუშავებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავმჯდომარესთან, კურატორი თავმჯდომარის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს სააგენტოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

ვ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ზ) ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

5. სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს სპეციალისტი:

ა) ამზადებს სამმართველოსთვის განკუთვნილ კორესპონდენციას;

ბ) ამზადებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციებზე პასუხის პროექტებს;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტებს, მონაწილეობას იღებს ნორმატიული აქტის პროექტის მომზადებაში;

დ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს;

ე) საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.“.

6. მე-15 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დროულად წარუდგენს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციას თავმჯდომარეს ან, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს ან/და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსს;“;

ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დროულად წარუდგენს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციას თავმჯდომარეს ან, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის კურატორ თავმჯდომარის მოადგილეს ან/და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსს;“;

გ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამისამართებს ზარის განმახორციელებელს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოსთან, თუ კონსულტაციის გაწევა აღემატება მისი კომპეტენციის ფარგლებს;“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 თებერვლიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე