„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 465
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 21/01/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016607
465
21/01/2021
ვებგვერდი, 27/01/2021
000000000.00.00.016607
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №465

2021 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18  მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის   შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების  თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები:

„9. პირს, რომლესაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის შესაბამისად გაგრძელებული ჰქონდა საშემოსავლო გადასახადის გადახდისთვის ამავე კოდექსით განსაზღვრული ვადა და შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას, რომ ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე   მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, გადასახდის გადახდის ვადის გაგრძელების სავადო თარიღში, შეუმცირდება შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი.

10. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე   მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობასთან ერთად ახორციელებს სხვა ეკონომიკურ საქმოანობას, შემოსავლების სამსახურს დამატებით წარუდგენს ინფორმაციას, იმ საშემოსავლო გადასახადის შესახებ, რომელიც მიეკუთვნება ზემოაღნიშნულ საქმიანობას (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას).

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, გადასახდის გადახდის ვადის გაგრძელების სავადო თარიღში, შემცირდება ის საშემოსავლო   გადასახდი,   რომელიც   მიეკუთვნება   საქართველოს   საგადასახადო   კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                  ლევან კაკავა.