„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 355
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 18/01/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016606
355
18/01/2021
ვებგვერდი, 27/01/2021
000000000.00.00.016606
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №355

2021 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.  „საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  −  შემოსავლების  სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):

ა) მე-5  მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას;“;

ა.ბ)  „მ7“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ8“  ქვეპუნქტი:

„მ8)  საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  61-ე  მუხლით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში, თანხების დარიცხვას/შემცირებას;“;

ბ) 111 მუხლის „დ7“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ8“ ქვეპუნქტი:

„დ8) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანხების დარიცხვას/შემცირებას;“;

გ) მე-14 მუხლის  პირველი  პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტის  შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის  „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭება;“;

დ) 161 მუხლის  „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭება;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                            ლევან კაკავა