„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 22/01/2021
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016340
1
22/01/2021
ვებგვერდი, 26/01/2021
010320020.32.057.016340
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №1

2021 წლის 22 იანვარი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურ­ნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმ­დებლო მაცნეს ვებგვერდი, 09/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.32.057.016236)  და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-8 მუხლის „ფ​1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) 9​1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში ბენეფიციართა შერჩევის ორგანიზება, სამინისტროს პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ჩართვის მსურ­ველ­თა განცხადებების ანალიზი, სისტემატიზაცია, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე შესწავლა და ინფორმაციის წარმოდგენა. ასევე, სამინისტროს პროგრამებისა და ქვე­პროგ­რამების ფარგლებში შერჩეულ ბენეფიციარებზე პროგრამებითა და ქვეპროგრამებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე