დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ ორგანოებში არსებული ინფორმაციისათვის საიდუმლო გრიფის მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | იუსტიციის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 11/04/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 17/04/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.012.004.193 |
სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 010.012.004.193
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №45
2000 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ ორგანოებში არსებული ინფორმაციისათვის საიდუმლო გრიფის მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ ორგანოებში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოებისადმი მიკუთვნება და დადგენილი ნიმუშის გრიფის მინიჭება განახორციელონ იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა (ტ. კულულაშვილი, მ. ცაცანაშვილი, ე. სვანიძე);
2. სამინისტროს საერთო განყოფილებამ (ლ. ბაგაშვილი) მიიღოს სათანადო ზომები, რათა არ დაუშვას პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოებისადმი მიკუთვნებული ინფორმაციის შეტანა საჯარო რეესტრში.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჯ. ხეცურიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები