ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების შესახებ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50/1
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/01/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.128.016001
50/1
20/01/2021
ვებგვერდი, 29/01/2021
000000000.00.128.016001
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №50/1

2021 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის №50/24 განკარგულების საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში სსიპ. იუსტიციის სახლის მიმდებარედ საავტომობილო გზის გასწვრივ განთავსებულ 420 მ. მანძილზე სახელწოდების არმქონე ქუჩას (დასაწყისი სოფელ ღორეშის საჯარო სკოლა – დასასრული მოქალაქე არკადი კაპანაძის საცხოვრებელი სახლი) მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრის, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის მფლობელის გელა კაპანაძის სახელი თანდართული რუკის (ორთო ფოტო) თანახმად.

მუხლი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3 .განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან.

მუხლი 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №7).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     მანანა ბარბაქაძე