“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატისა და სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამგებლობაში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ”

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატისა და სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამგებლობაში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები იუსტიციის სამინისტრო
მიღების თარიღი 11/04/2000
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 17/04/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.191
43
11/04/2000
სსმ, 33, 17/04/2000
010.012.004.191
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატისა და სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამგებლობაში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ”
იუსტიციის სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციის კოდი   010.012.004.191

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №43

2000 წლის 11 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატისა და სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამგებლობაში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ

1. სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის მე-10 მუხ­ლის 1-ლი პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით დამ­ტკიც­დეს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს აპა­რა­ტი­ს სის­ტე­მის საქ­ვეუწყე­ბო დაწესებულებებისა და სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის გამ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინფორმაცი­ი­სათ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი, კო­მერ­ცი­უ­ლი ან პი­რა­დი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ად მი­კუთ­ვნე­ბის წე­სი (დანართი №1).

2. და­ე­ვა­ლოს სა­მი­ნის­ტროს აპა­რა­ტი­ს, სის­ტე­მის საქ­ვე­უწ­ყე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბების და სა­ჯა­რო სამართლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს დრო­უ­ლად უზ­რუნ­ველ­ყონ მათ­თან არსებული საჯარო ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელმისაწვდომობა სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კოდექსით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

3. სამინისტროს საერთო განყოფილებამ (ლ. ბაგაშვილი) უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის თავმოყრა და აღრიცხვა საჯარო რეესტრში;

4. დამ­ტკიც­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი, კო­მერ­ცი­უ­ლი და პი­რა­დი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­კუთ­ვნე­ბის აღ­მნიშ­ვნე­ლი თან­დარ­თუ­ლი შტამ­პის ნი­მუ­შე­ბი (დანართი №2).

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 1 თებერვლის №13 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატისა და სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამგებლობაში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ“.

6. კონ­ტრო­ლი ამ ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე და­ე­ვა­ლოს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს ქ-ნ მ. ცა­ცა­ნაშ­ვილს.

ჯ. ხეცურიანი

                                                                                                                               დანართი №1

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს აპა­რა­ტი­ს, სის­ტე­მის საქ­ვე­უწ­ყე­ბო დაწესებულებები­სა და სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის გამ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინფორმაციისათ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი, კო­მერ­ცი­უ­ლი ან პი­რა­დი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ად მი­კუთ­ვნე­ბის წე­სი

1. პრო­ფე­სი­ულ, კო­მერ­ცი­ულ ან პი­რად სა­ი­დუმ­ლო­ე­ბად ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­კუთ­ვნე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლო­ბი­სა და დრო­უ­ლო­ბის პრინ­ცი­პის შე­სა­ბა­მი­სად.

2. ინ­ფორ­მა­ცი­ის გასაიდუმლოების და­სა­ბუ­თე­ბუ­ლო­ბა გა­ნი­საზ­ღვრე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მა­სა­ლის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.

3. ინ­ფორ­მა­ცი­ის გასაიდუმლოების დრო­უ­ლო­ბის პრინ­ცი­პი გა­ნი­საზ­ღვრე­ბა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შეზ­ღუდ­ვით.

4. ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ი­დუმ­ლოდ მიჩ­ნე­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვ­ის პრო­ფე­სი­უ­ლი, კო­მერ­ცი­უ­ლი ან პი­რა­დი გრი­ფის მი­ნი­ჭე­ბით.

5. გრი­ფი ინ­ფორ­მა­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რეკ­ვი­ზი­ტია. იგი აღ­ნიშ­ნავს ინ­ფორ­მა­ცი­ის საიდუმლოების ხა­რისხს, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ვა­დას და თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა ეს გრი­ფი.

6. „პრო­ფე­სი­ულ“ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც ეძ­ლე­ვა საიდუმლო „პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის“ გრი­ფი, წარ­მო­ად­გენს ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­თა გავ­რცე­ლე­ბა ან გან­კარ­გვა არ­სე­ბი­თად იმოქ­მე­დებს სის­ტე­მის ინ­ტე­რე­სებ­ზე და დაცულია აღმასრულებელი პრივილეგიით.

7. „კო­მერ­ცი­ულ“ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც ეძ­ლე­ვა საიდუმლო „კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­ს გრი­ფი“, წარ­მო­ად­გენს ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც რეალური ან პოტენციური ეკონომიკური ღირებულება აქვს იმ მოტივით, რომ არ არის საზოგადოდ ცნობილი და არ შეიძლება კანონიერი გზით ხელმისაწვდომი გახდეს სხვა პირებისათვის, რომელთაც შეიძლება ეკონომიკური გამორჩენა მიიღონ ამ ინფორმაციის გამოყენებით ან გახმაურებით.

8. „პი­რად“ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც ეძ­ლე­ვა „პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის“ საიდუმლოების გრი­ფი, წარ­მო­ად­გენს ისე­თი ინ­ფორმა­ცია, რო­მელიც ფიზიკური პირის პირდაპირი ან ირიბი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა და ეხება ამ პირის ფიზიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ მდგომარეობას და რომელიც თანამდებობის პირისათვის ცნობილი გახდა მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებათა რეალიზაციის და ვალდებულებათა პროცესში.

9. თუ გრი­ფის მი­ცე­მა უშუ­ა­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტე­რი­ა­ლურ შემ­ცვე­ლო­ბა­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია, იგი უნ­და მი­ე­თი­თოს თან­დარ­თულ დო­კუ­მენ­ტებ­ზე.

10. იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა სია, რო­მელ­თაც უფ­ლე­ბა აქვთ პრო­ფე­სი­უ­ლ, კო­მერ­ცი­უ­ლ ან პი­რა­დი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნონ გრი­ფი, მტკიც­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით.

11. ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი, კო­მერ­ცი­უ­ლი ან პი­რა­დი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გრი­ფის მოქ­მე­დე­ბის ვა­და გა­ნი­საზ­ღვრე­ბა მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით.

                                                                                                                               დანართი № 2

პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოების ინფორმაციის მიკუთვნების შტამპის ნიმუშები

პროფესიული საიდუმლოება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

„ “ ---------- 2000 წ

 

კომერციული საიდუმლოება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

„ “ ---------- 2000 წ

 

პროფესიული საიდუმლოება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

„ “ ---------- 2000 წ