„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.022580
28
22/01/2021
ვებგვერდი, 25/01/2021
040030000.10.003.022580
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №28

2021 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2019, 040030000.10.003.021682) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საფასური შეადგენს:

ა) ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებებისთვის) – 0.40 ლარს;

ბ) მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (მათ შორის, დაწესებულებებისთვის) – 0.40 ლარს.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სამართალდარღვევის/დანაშაულის შემთხვევებში, ჩამორთმევას/გადაყვანას დაქვემდებარებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური შეადგენს:“;

ბ)  მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაინტერესებული პირის მიერ კერძო გამოძახების საფუძველზე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური შეადგენს:“;

გ) მე-3 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა დგომის (გარდა სატრანსპორტო საშუალების ნივთმტკიცების სახით დგომის შემთხვევებისა) საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:“;

დ) მე-4 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნივთმტკიცების სახით დგომის საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:“.

3. მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

მომსახურების დასახელება

 

საფასურის განაკვეთი

(1 პირი – 1 საათი)

პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურება

20 ლარი

 

3. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

მომსახურების დასახელება

 

საფასურის განაკვეთი

(1 პირი – 1 საათი)

პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შემუშავება

30 ლარი

.“.

4. მე-7 მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

მომსახურების დასახელება

 

საფასურის განაკვეთი

(1 კვადრატული მეტრი)

შენობის შიდა ფართობზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსების დაგეგმვა

0,5 ლარი

 

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

მომსახურების დასახელება

 

საფასურის განაკვეთი

(1 გრძივი მეტრი)

შენობის გარე პერიმეტრზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსების დაგეგმვა

0,5 ლარი

 

4. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების შესახებ კონსულტაციის საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

მომსახურების დასახელება

 

საფასურის განაკვეთი

(1 პირი – 1 საათი)

ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების შესახებ კონსულტაცია

25 ლარი

.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 6 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია