„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-1
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 22/01/2021
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016089
ნ-1
22/01/2021
ვებგვერდი, 25/01/2021
260030000.64.076.016089
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის

სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-1

2021 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 13/07/2017; სარეგისტრაციო კოდი: 260030000.64.076.016017)  შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმები: „აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) გარიგებების შესახებ ინფორმაცია“,  „აუდიტორული გარიგების სუბიექტთან არსებული სხვა გარიგებების შესახებ ინფორმაცია“ და  „ინფორმაცია გარიგებების შესახებ, რომელიც არ არის დაკავშირებული აუდიტის დამკვეთთან“, დანართი №4-ის შესაბამისად;”.

2. ბრძანებით დამტკიცებული ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის (დანართი №1):

ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, მონიტორინგის  განხორციელება დაიწყოს კანონით განსაზღვრული ვადებისაგან განსხვავებულ ვადებში, რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოების (მათ შორის, წინა მონიტორინგის შედეგების ან/და ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №4-ის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე) ან/და სამსახურისათვის წარდგენილი წერილის ან/და საჩივრის ან/და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას. სამსახური რისკების მართვისათვის იყენებს შესაბამის მეთოლოგიას და პროგრამულ უზრუნველყოფას.“’;

ბ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) გარიგებების შესახებ ინფორმაციას, აუდიტორული გარიგების სუბიექტთან არსებული სხვა გარიგებების შესახებ ინფორმაციას და ინფორმაციას გარიგებების შესახებ, რომელიც არ არის დაკავშირებული აუდიტის დამკვეთთან, დანართი №4-ის შესაბამისად;“;

გ) მე-17 მუხლის:

გ.ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. მონიტორინგის გეგმაში შეტანილი გარიგებების დალუქვა, გარდა ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი გარიგებებისა,  ხორციელდება ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენიდან ან/და მონიტორინგის გეგმაში ცვლილების განხორციელებიდან უმოკლეს ვადაში.“;

გ.ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია წარადგინოს მონიტორინგის გეგმაში შეტანილ გარიგებებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით, მათ შორის, უზრუნველყოს მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის ხელმისაწვდომობა პროგრამულად დაკომპლექტებულ ფაილზე, სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში.“;

დ) 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ ბრძანების 21-ე მუხლის 31 და 32 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ აუდიტორზე/აუდიტორულ ფირმაზე, რომლის მიმართაც სამსახურის მიერ არ განხორციელებულა მონიტორინგი. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე აუდიტორული მომსახურება გაუწიოს პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის სუბიექტებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე