დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.034.017121 |
14
02/03/2021
ვებგვერდი, 05/03/2021
010340000.22.034.017121
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07.08.2014, 010340000.22.034.016341) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-5 მუხლის ზ2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ2) დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა 24 საათის განმავლობაში, მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;“. 2. მე- 11 მუხლის „ტ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ1) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას 24 საათის განმავლობაში, მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები