“საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ტრანსპორტის სამინისტრო
მიღების თარიღი 13/04/2000
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 17/04/2000
სარეგისტრაციო კოდი 180.012.004.186
  • Word
21
13/04/2000
სსმ, 33, 17/04/2000
180.012.004.186
“საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
ტრანსპორტის სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.004.186

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება №21

2000 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ტვირთის მოზიდვის მიზნით, „სატკინიგზო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 2000 წლის 14 იანვარს №1 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2000 საფრახტო წლისათვის“ შეტანილ იქნეს ცვლილება:

1.3.1.1. პუნქტში არსებული წინადადება „მოცულობითი ტარიფის გადახდის პირობები, აქ და შემდგომშიც, განისაზღვრება რკინიგზასთან დადებული ხელშეკრულებით.“ გაუქმდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:“ „მოცულობითი ტარიფი, აქ და შემდგომშიც, ვრცელდება ტვირთმფლობელებზე, საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ და სხვა ექსპედიტორებზე და სხვა ნებისმიერ პირზე, რომელი ახორციელებს გადაზიდვასთან დაკავშირებულ მოქმედებებს, ხოლო გადახდის პირობები განისაზღვრება საქართველოს რკინიგზასა და მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.

მ. ადეიშვილი