სსიპ – საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 აპრილის №05 „ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 22/01/2021
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016127
01
22/01/2021
ვებგვერდი, 22/01/2021
310150000.55.067.016127
სსიპ – საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 აპრილის №05 „ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №01

2021 წლის 22 იანვარი

ქ. ბათუმი

სსიპ –  საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 აპრილის №05 „ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 აპრილის  №05  ბრძანებით დამტკიცებულ „ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ წესში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგ შინაარსის „3 3“  და „3 4“  პუნქტები:

„33. მეზღვაურები,  რომელებიც იმყოფებიან საერთაშორისო ნაოსნობაში და მათ საბუთებს (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მეზღვაურის წიგნაკი)  მოქმედების ვადა ეწურება 2021 წლის 1 იანვრიდან  2021 წლის 30 აპრილამდე, სერტიფიკატების/მეზღვაურის წიგნაკის მოქმედების ვადა ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 2021 წლის 30 ივნისამდე.

34. მეზღვაურები, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო ნაოსნობაში და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობას, რომელიც გაცემულია და რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2021 წლის 30 აპრილამდე, მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა ავტომატურად იქნეს გაგრძელებული  2021 წლის 30 ივნისამდე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი