„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.022573
21
21/01/2021
ვებგვერდი, 22/01/2021
040030000.10.003.022573
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №21

2021 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/05/2012, 040030000.10.003.016848) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 14  მუხლი:

მუხლი 14დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონებისა და, სერვისების მართვის სამსახურის დაკვეთით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  მერიის  საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები, №5 დანართის შესაბამისად.“.

2. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის №5 დანართი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

დანართი №5

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის დაკვეთით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  მერიის  საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირისლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები

კოდი

1.

ექსპერტიზის დასახელება

ობიექტის რაოდენობა

მომსახურების ტარიფი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  მერიის საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა

ერთი ობიექტი

100 ლარი