დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 25 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 21/01/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 300380010.10.003.022577 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში (სსმ №153, 30/12/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი. უხარისხო დიზელის საწვავის შემადგენლობა განაპირობებს სახიფათო აეროზოლების წარმოქმნას, რამაც სავარაუდოა, გამოიწვიოს რესპირატორული, გულსისხლძარღვთა, სიმსივნური და სხვა დაავადებათა სტიმულირება. ეს დადგენილება არეგულირებს დიზელის საწვავს, რომელსაც მოიხმარს ავტოსატრანსპორტო და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები. დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლების ევროპაში დადგენილ ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე:“. 2. დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) 2021 წლის 1 მარტიდან: ზ1.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48-ისა; ზ1.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 50 მგ/კგ-ისა; ზ1.გ) სიმკვრივე 15°C – არაუმეტეს 845 კგ/მ3-ისა; ზ1.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%-ისა; ზ1.ე) დისტილაცია: მოცულობითი წილის 95% იხდება არაუმეტეს 360°C-ზე; ზ1.ვ) აფეთქების ტემპერატურა (დახურულ ტიგელში) – 55°C-ზე მაღლა; ზ1.ზ) წყლის შემცველობა – არაუმეტეს 200 მგ/კგ-ისა;“. 3. დადგენილების პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) 2022 წლის 1 იანვრიდან: თ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 51-ისა; თ.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 10 მგ/კგ-ისა; თ.გ) სიმკვრივე 15°C – არაუმეტეს 845 კგ/მ3-ისა; თ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%-ისა; თ.ე) დისტილაცია: მოცულობითი წილის 95% იხდება არაუმეტეს 360°C-ზე; თ.ვ) აფეთქების ტემპერატურა (დახურულ ტიგელში) – 55°C-ზე მაღლა; თ.ზ) წყლის შემცველობა – არაუმეტეს 200 მგ/კგ-ისა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები