„პენსიისა და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №003 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„პენსიისა და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №003 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 003/1
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 02/02/2021
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016007
003/1
02/02/2021
ვებგვერდი, 03/02/2021
280030000.73.085.016007
„პენსიისა და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №003 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №003/1

2021 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„პენსიისა და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №003 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისი №322 დადგენილებით  დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.            
„პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №003 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 31/07/2019, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016003) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება, მე-13 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-131 მუხლი:

მუხლი 131. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით ამ წესით დადგენილი მომსახურების დროებით დისტანციურად განხორციელების წესი

1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურება გაუწიოს დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული განცხადების საფუძველზე, ამ მუხლით განსაზღვრული წესით, იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა დაინტერესებული პირის იდენტიფიცირებისა და მისი პირადობის დადასტურების შესაძლებლობას.
2. მონაწილე ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე უფლებამოსილია პენსიის ან საპენსიო აქტივების მიღების მიზნით შესაბამისი განცხადება და ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტაცია საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე 
– info@pensions.ge ამ თავით განსაზღვრული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაციის  ფოტოასლების გაგზავნის გზით.

3. საპენსიო სააგენტოს მომსახურების, დაინტერესებული პირისათვის ამ მუხლით განსაზღვრული წესით, დისტანციურად მიწოდების შეუძლებლობისას ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია დაინტერესებული პირის საპენსიო სააგენტოს ოფისში გამოცხადების გზით ან ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით წარმოდგენილი განცხადება არის შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ნებისმიერი განცხადების წარდგენისას, წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს ვიზუალურად აღქმადი და შესაძლებელი იყოს გამოსახულების/ნაწერის გარჩევა. ელექტრონულ შეტყობინებაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს საკუთარი საკონტაქტო ინფორმაცია (აქტიური მობილური ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი (იმ შემთხვევაში, თუ ის განსხვავდება იმ ელექტრონული ფოსტის მისამართისგან, რომლის მეშვეობითაც მოხდა შესაბამისი განცხადების წარდგენა).

7. ელექტრონული კომუნიკაციის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაინტერესებული პირის პიროვნების იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს დაინტერესებული პირისაგან საპენსიო სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით ვიდეო ზარის განხორციელება ან/და ინფორმაციის, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, მათ შორის დოკუმენტის დედანის წარდგენა, რა შემთხვევაშიც დაინტერესებულ პირს ეცნობება ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი შესაბამისი  შეტყობინების საფუძველზე და განესაზღვრება ვადა დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენისათვის 10 სამუშაო დღის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა შესრულებული საპენსიო სააგენტოს მოთხოვნა, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება.

8. ელექტრონული კომუნიკაციის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორე სსიპ შემოსავლების სამსახურთან ან/და პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნებისთვის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ან/და სხვა  ადმინისტრაციულ ორგანოსთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. ამ მუხლის მიზნებისთვის საპენსიო სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება ელექტრონულად ამავე პირის მიერ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის ან იმ ელექტრონული ფოსტის მისამართის მეშვეობით, რომლითაც შესაბამისი განცხადება წარდგენილ იქნა საპენსიო სააგენტოსათვის ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით. საპენსიო სააგენტოს მიერ ოფიციალური ელექტრონული კომუნიკაცია განხორციელდება შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – info@pensions.ge.

10.  ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო სააგენტოსათვის წარდგენილი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის სიყალბის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლისსამართლებრივი, ეკისრება მის წარმდგენ პირს.


მუხლი 2.                       
1. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან და ძალაშია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოქმედების ვადით.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული 131 მუხლის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან.



საპენსიო სააგენტოს დირექტორიგიორგი დანელია