დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/01/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016554 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 დეკემბრის
№28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის საფუძველზე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 24/12/2020 წელი 190020020.35.153.016548) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი (მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 2.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 3.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 23 734,8 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარში
|
მუხლი 4.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 16 510,0 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარში
|
მუხლი 5.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3 454,8 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარში
|
მუხლი 6.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 3 770,0 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარში
|
მუხლი 7.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 17 856,5 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარში
|
მუხლი 8.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9 344,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა 9 944,4 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება 600,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 9.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 10.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-3 466,1) ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 5 878,3 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 11.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-3 591,9) ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარში
ფინანსური აქტივების კლება 3 591,9 ათასი ლარი - წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო ანგარიშზე 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებულნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება 2021 წლის განმავლობაში.
|
მუხლი 12.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-125,8) ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარში
ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 125.8 ათასი ლარის ოდენობით წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2018 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას (5 ცალი კომპაქტორიანი ნაგავმზიდის და 200 ცალი ნარჩენების კონტეინერის შეძენის მიზნით). თავი II მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები
|
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია |
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 10 581,9 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა |
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 615,0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
|
მუხლი 15.
განათლება |
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4 587,0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 16.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი |
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3 489,9 ათასი ლარი. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 17.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
ჯანმრთელობის დაცვა დასოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 786,2 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 18.
პროგრამების შედეგები და ინდიკატორები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიზნები, შედეგები და შეფასების ინდიკატორები ატარებს ინფორმაციულ ხასიათს, რომლებიც დანართის სახით არ ერთვის დადგენილებას.
თავი III მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 19.
ბიუჯეტის ასიგნებები |
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
თავი IV მარეგულირებელი ნორმები
|
მუხლი 20.
ასიგნებების დაფინანსება |
მცხეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 21.
ასიგნებების გადანაწილება |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუქნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის შესაბამისად, ნება დაერთოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, მოახდინოს ცალკეულ პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
|
მუხლი 22.
ფულადი ჯილდო, დანამატი და კანომდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლების ანაზღაურება
|
2021 წლის განმავლობაში მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე ფულადი ჯილდოს, დანამატის და სხვა ანაზღაურების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 23.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის |
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 365.0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად.
ა) საქართველოს კანონის ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 179.0 ათასი ლარი. ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 186.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
მუხლი 24.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 25.
სარეზერვო ფონდი |
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 280.0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
დოკუმენტის კომენტარები