„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 002/01
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 02/02/2021
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016006
002/01
02/02/2021
ვებგვერდი, 03/02/2021
280030000.73.085.016006
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №002/01

2021 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისი №322 დადგენილებით  დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.          
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 31/07/2019, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016002) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება, მე-13 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:  

მუხლი 131. ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის მიზნით, დაინტერესებულ პირთათვის დროებით დისტანციური მომსახურების განხორციელების წესი

1. ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის მიზნით, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია საპენსიო სააგენტოს მიმართოს და მიიღოს შესაბამისი მომსახურება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, შემდეგ შემთხვევებში:

ა) საპენსიო სააგენტოსათვის ამ ინსტრუქციით დარეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით  განცხადების წარდგენისას;

ბ) ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

გ) ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. ამ მუხლით დადგენილი წესით მომსახურების დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღება შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა დაინტერესებული პირის იდენტიფიცირებისა და მისი პირადობის დადასტურების შესაძლებლობას.

3. ამ მუხლით განსაზღვრული წესით, საპენსიო სააგენტოს მომსახურების დისტანციურად მიწოდების შეუძლებლობისას ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში გამოცხადების გზით ან ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.

4. დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განცხადებ(ებ)ის წარდგენის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი ვალდებულია ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ფოტოასლებთან ერთად, საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე − info@pensions.ge გაგზავნის გზით წარადგინოს:

ა) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი (პირადობის მოწმობის (მათ შორის, ელექტრონული მოწმობის) შეთხვევაში მისი ორივე გვერდი);

ბ) დაინტერესებული პირის ფოტო, გადაღებული პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, რომელშიც ერთობლივად, ნათლად უნდა ჩანდეს როგორც დაინტერესებული პირის სახე, ისე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წინა გვერდი და მისი რეკვიზიტები.

5. დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განცხადებ(ებ)ის წარდგენის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი,  ვალდებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე − info@pensions.ge გაგზავნის გზით წარადგინოს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ფოტოასლები.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით წარმოდგენილი განცხადება არის შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ნებისმიერი განცხადების წარდგენისას, განცხადება უნდა იყოს დაინტერესებული პირის მიერ ხელმოწერილი, წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს ვიზუალურად აღქმადი და შესაძლებელი იყოს გამოსახულების/ნაწერის გარჩევა, განცხადებაში დაინტერესებულმა პირმა მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს მოთხოვნის შინაარსი და მიუთითოს საკუთარი საკონტაქტო ინფორმაცია (აქტიური მობილური ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი (იმ შემთხვევაში, თუ ის განსხვავდება იმ ელექტრონული ფოსტის მისამართისგან, რომლის მეშვეობითაც მოხდა შესაბამისი განცხადების წარდგენა)).

8. ელექტრონული კომუნიკაციის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაინტერესებული პირის პიროვნების იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს დაინტერესებული პირისაგან საპენსიო სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით ვიდეოზარის განხორციელება ან/და ინფორმაციის, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, მათ შორის, დოკუმენტის დედანის წარდგენა, რა შემთხვევაშიც დაინტერესებულ პირს ეცნობება ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი შესაბამისი  შეტყობინების საფუძველზე და განესაზღვრება ვადა დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენისათვის 10 სამუშაო დღის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ, აღნიშნული ვადის განმავლობაში არ იქნა შესრულებული საპენსიო სააგენტოს მოთხოვნა, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება.

9. ელექტრონული კომუნიკაციის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია, გადაამოწმოს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორე სსიპ − შემოსავლების სამსახურთან ან/და პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნებისთვის, სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ან/და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. ამ მუხლის მიზნებისთვის, საპენსიო სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება ელექტრონულად ამავე პირის მიერ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის ან იმ ელექტრონული ფოსტის მისამართის მეშვეობით, რომლითაც შესაბამისი განცხადება წარდგენილ იქნა საპენსიო სააგენტოსათვის ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით. საპენსიო სააგენტოს მიერ ოფიციალური ელექტრონული კომუნიკაცია განხორციელდება შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – info@pensions.ge.

11.  ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო სააგენტოსათვის წარდგენილი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის სიყალბის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი, ეკისრება მის წარმდგენ პირს.


მუხლი 2.              
1. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან და ძალაშია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოქმედების ვადით.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული 131 მუხლის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან.



საპენსიო სააგენტოს დირექტორიგიორგი დანელია