„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017428
11
21/01/2021
ვებგვერდი, 22/01/2021
200090000.22.033.017428
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №11

2021 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.   მე-5 მუხლის მე-4  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს როგორც ერთი კონკრეტული გადასახადის გადამხდელის, ასევე რამდენიმე გადასახადის გადამხდელის, კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედ, ასევე მსგავსი ან იდენტური საქმიანობის სახით, გადასახადის ტიპით ან სხვა მსგავსი მახასიათებლებით პირთა ჯგუფის მიმართ.“.

2.   მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს 154 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 154. დისტანციური საკონტროლო შესყიდვა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით

1.  ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის, კერძოდ, საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით, საკონტროლო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით (ამ წესის მიზნებისთვის შემდგომში  კომუნიკაციის ელექტრონული საშუალება), თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას.

2.  კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგებზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-4 – მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურა ხორციელდება, თუ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით საკონტროლო შესყიდვისას იდენტიფიცირებულ იქნა პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი  ან/და საბანკო ანგარიშის ნომერი.  

3. კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები აუდიო მტკიცებულების შექმნის მიზნით.

4. კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით საკონტროლო შესყიდვის განხორციელების დასრულებისთანავე (მიუხედავად იმისა, საკონტროლო შესყიდვა დასრულდა შეთავაზებით თუ საქონლის/მომსახურების შესყიდვით) პირს განემარტება განხორციელებული პროცედურის მიზანი და შედეგი, ეცნობება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ვინაობა, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისა და თანამდებობის მითითებით. ამასთანავე, მიეწოდება ინფორმაცია, რომ განხორციელდა საუბრის აუდიო ჩაწერა. ელექტრონული კომუნიკაციით საკონტროლო შესყიდვა  შესაძლებელია დასრულდეს შეთავაზებით, თუ იდენტიფიცირებულ იქნა პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი  ან/და საბანკო ანგარიშის ნომერი და აუდიო ჩანაწერით დასტურდება სამართალდარღვევის ფაქტი.   

5. კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, „საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ“ ოქმი (დანართი №2) არ შედგება და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, პროცედურის შედეგი აისახება საგადასახადო ორგანოში არსებული სპეციალური ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამის ველში. 

6. იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით განხორციელებული საკონტროლო შესყიდვით დადასტურდა საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტი, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ელექტრონული ფორმით ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც დადგენილი წესით ბარდება/ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს. ამასთან, ოქმში მიეთითება სამართალდარღვევის გამოვლენის დამადასტურებელი აუდიო მტკიცებულების თაობაზე.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით საკონტროლო შესყიდვის დაგეგმვისას, მიმდინარეობისას და დასრულების შემდგომი ღონისძიებების  განხორციელებისას, საჭიროებისამებრ გამოიყენება ამ წესის IV თავით გათვალისწინებული შესაბამისი დებულებები.“. 

3.   70-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ვიდეო ან აუდიო ჩანაწერის არსებობის შესახებ, ამ წესის 154 მუხლის შესაბამისად, აგრეთვე 22-ე მუხლის მე-6 პუნქტით და 236 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას, დამსწრეთა არარსებობის შემთხვევაში.“.

4. 711  მუხლის:

ა)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა აღმოსაფხვრელად პირს განესაზღვრება 2 სამუშაო დღის ვადა. თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა გამოვლინდა ამ წესის 15 4 მუხლის შესაბამისად განხორციელებული პროცედურით, საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად პირს შეიძლება განესაზღვროს ვადა 10 სამუშაო დღემდე.“;

ბ)  მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5 1. თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა გამოვლინდა ამ წესის 15 4 მუხლის  შესაბამისად განხორციელებული პროცედურით, ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის ხელმოწერა სავალდებულო არ არის და აქტი პირს ბარდება/ეგზავნება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით. ამასთან, პირს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ეცნობება აქტის შინაარსი, მიზანი, დადგენილი ვადა და სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგი.“;

გ)  მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-11 და მე-12 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„11. თუ ამ მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად შედგენილი აქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლით დადგენილი ვალდებულება, პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ წესის 154 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მოპოვებული აუდიო მტკიცებულების საფუძველზე.

12. თუ პირმა, ამ მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად შედგენილი აქტით განსაზღვრული ვადის  გასვლამდე შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა ან გააგრძელა იურიდიული პირის სტატუსის მქონე სამართლებრივი ფორმით, იგი ვალდებულია აქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით აცნობოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნულის თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი