„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 02
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 001330000.22.026.016858
02
22/01/2021
ვებგვერდი, 22/01/2021
001330000.22.026.016858
„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №02

2021 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 001330000.22.026.016607) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-15 ნიმუშს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მედლით „ღირსეული პარტნიორი“ შესაძლებელია დაჯილდოვდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც განსაკუთრებული დახმარება გაუწიეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს და მათი საქმიანობა მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი