დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/01/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017427 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 3718 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3719 და 3720 მუხლები: „მუხლი 3719. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის პროცესი 1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა გულისხმობს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა და სხვა) შესახებ ინფორმაციის ანალიზს. 3. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარების გზით ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით. 4. დამქირავებელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს ახსნა-განმარტებები და ყველა ის დოკუმენტაცია, რაც განსაზღვრავს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის ან/და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სისწორის დადგენას, რაც აისახება „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმში. 5. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას. 6. იმ შემთხვევაში, თუ ვერ განხორციელდა დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარება ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ის მოძიება, ამასთან, თუ დამქირავებელი უარს აცხადებს წარადგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ახსნა-განმარტებები ან/და შესაბამისი დოკუმენტაცია, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო კონტროლის დანიშვნის თაობაზე, ამ წესის II კარით განსაზღვრული წესის შესაბამისად. მუხლი 3720. „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმი 1. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს დანართი №246-ით გათვალისწინებულ „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმს. 2. „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმში აისახება შესწავლის შედეგად გამოვლენილ ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაცია. 3. შესწავლის შედეგად მიღებული შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც თანხვედრაშია „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ არსებულ ინფორმაციასთან, აღნიშნულ ოქმში არ აისახება, შეუვსებელი ველები გადაიხაზება და კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 4. „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმი შესაძლებელია შედგეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.“. 2. დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №246. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები