“საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ტრანსპორტის სამინისტრო
მიღების თარიღი 04/04/2000
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 10/04/2000
სარეგისტრაციო კოდი 180.012.004.176
  • Word
20
04/04/2000
სსმ, 30, 10/04/2000
180.012.004.176
“საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილების შეტანის შესახებ”
ტრანსპორტის სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.004.176

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება №20

2000 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილების  შეტანის შესახებ

ტვირთის მოზიდვის მიზნით, „სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 2000 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2000 საფრახტო წლისათვის“ შეტანილ იქნეს ცვლილება:

1.  მე-6 მუხლს დაემატოს ახალი აბზაცი შემდეგი რედაქციით:

„საფრახტო წელს 3 მილიონ ტონაზე მეტი ნედლი ნავთობის სატრანზიტო გადაზიდვისას „დამატებითი ანაკრეფების“ ოდენობა გადაზიდვების მთელ მოცულობაზე განისაზღვროს 0,15 აშშ დოლარის ოდენობით ერთ ტონაზე.“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.

მ. ადეიშვილი