დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/01/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.148.016024 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №11 2021 წლის 8 იანვარი ქ. გორი |
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
|
გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტისათვის – ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის – აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელის მინიჭება. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: ქუჩის სავარაუდო სიგრძე 945,8 მ; საწყისი კოორდინატები: X-422151,8676, Y-4663342,3811; საბოლოო კოორდინატები: X-421939,5595, Y-4662472,2626; რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრება: კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.47.09.195, 66.47.09.419, 66.47.09.307, 66.47.09.313, 66.47.09.431, 66.47.09.432, 66.47.09.255, 66.47.09.258, 66.47.09.243, 66.47.09.453, 66.47.09.135, 66.47.09.015, 66.07.04.214, 66.47.04.157; დასავლეთით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.47.04.172, 66.47.04.188, 66.47.04.102, 66.47.04.129, 66.47.04.205, 66.47.04.136.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 03 დეკემბრის №22 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად: 1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს – ქუჩას, რომლის სავარაუდო სიგრძეა 945,8 მ; საწყისი კოორდინატები: X-422151,8676, Y-4663342,3811; საბოლოო კოორდინატები: X-421939,5595, Y-4662472,2626; რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრება: კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.47.09.195, 66.47.09.419, 66.47.09.307, 66.47.09.313, 66.47.09.431, 66.47.09.432, 66.47.09.255, 66.47.09.258, 66.47.09.243, 66.47.09.453, 66.47.09.135, 66.47.09.015, 66.07.04.214, 66.47.04.157; დასავლეთით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.47.04.172, 66.47.04.188, 66.47.04.102, 66.47.04.129, 66.47.04.205, 66.47.04.136 ეწოდოს საზოგადო მოღვაწის - აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელი. 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები