გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/01/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016023
10
08/01/2021
ვებგვერდი, 15/01/2021
000000000.00.148.016023
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №10

2021 წლის 8 იანვარი

ქ. გორი

 

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა ქ.გორში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტის – მოედნისათვის, საზოგადო მოღვაწის – ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის ვაჟა-ფშაველას სახელის მინიჭება. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: მოედნის ნაკვეთის  შუაგულში არის მიწის ნაკვეთი, რომლის ზუსტი ფართობია 469 კვ.მ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზა, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი:  ს/კ 66.45.22.041; სამხრეთით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.45.23.502; ს/კ 66.45.23.320; აღმოსავლეთით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.45.22.060; დასავლეთით დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი სახლები.

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 03 დეკემბრის №22 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:

1. ქ.გორში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტის – მოედნისათვის, საზოგადო მოღვაწის – ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის ვაჟა-ფშაველას სახელის მინიჭება. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: მოედნის ნაკვეთის შუაგულში არის მიწის ნაკვეთი, რომლის ზუსტი ფართობია 469 კვ.მ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზა, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.45.22.041; სამხრეთით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.45.23.502; ს/კ 66.45.23.320; აღმოსავლეთით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.45.22.060; დასავლეთით დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი სახლები – ეწოდოს ვაჟა ფშაველას  სახელი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).  

საკრებულოს თავმჯდომარე  დავით რაზმაძე