დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №45/1999 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56/2000 |
| დოკუმენტის მიმღები | ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 30/03/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 03/04/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/10/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.008.004.172 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.172
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №56/2000
2000 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №45/1999 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. „საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №45/1999 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება მთავრდება საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების შეჯამებისთანავე.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვა „სრული“ შეიცვალოს სიტყვით „სიითი“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის სხდომაზე განკარგულება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ხოლო საკადრო საკითხები წყდება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით“.
3. მე-5 პუნქტში სიტყვა „დადგენილებით“ შეიცვალოს სიტყვით „განკარგულებით.“;
4. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს სიტყვები ”სიითი შემადგენლობის უმრავლესობით“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან. თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები არ შეიძლება გაიმართოს, თუ კომისიის შემადგენლობაში 5 წევრზე ნაკლებია. თავმჯდომარის მოადგილედ აირჩევა კომისიის წევრი საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებულ პარტიათა მიერ დანიშნული წევრების წარდგინებით, ხოლო თუ ასეთი წევრები არ არიან – კომისიის ნებისმიერი წევრი, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით. თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. კომისიის მდივნის არჩევნები არ შეიძლება გაიმართოს, თუ კომისიის შემადგენლობაში 5 წევრზე ნაკლებია. კომისიის მდივანი აირჩევა თავმჯდომარის წარდგინებით, კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით“.
5. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტში სიტყვის „დაატოვებინოს“ შემდეგ სიტყვა „დამრღვევს“ ამოღებულ იქნეს.
6. მე-6 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული თანამდებობის პირის გადაყენება ხდება კომისიის სხდომაზე ფარული კენჭისყრით, კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსით მე-3 პუნქტი:
„3. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა შეიძლება მისი დამნიშნავი ორგანოს მიერ არჩევნების (კენჭისყრის) დღემდე არა უგვიანეს 7 დღისა.“.
7. მე-8 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „შაბათ-კვირის გარდა, ხოლო არჩევნების პერიოდში“.
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები