„გორის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/01/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016648
3
08/01/2021
ვებგვერდი, 11/01/2021
010250050.35.148.016648
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2021 წლის 8 იანვარი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/04/2018, 010250050.35.148.016477) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტრონული წარმოება მრავალმხრივი შესაძლებლობებით გამოირჩევა: მარტივი და მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი; საკანცელარიო პროგრამების სტანდარტებთან თავსებადობა; სხვა სისტემებთან მარტივი ინტეგრირება; შაბლონების, დოკუმენტების კატეგორიებისა და დავალებების ეფექტური  მართვა; შესრულების მიმდინარეობის კონტროლი; დავალებებზე ჯგუფური მუშაობის, ელექტრონული დადასტურებისა და ხელმოწერის, დავალებებისა და დოკუმენტების ძებნის მოქნილი შესაძლებლობა; თანამდებობრივი ისტორია; დელეგირება; დოკუმენტების არქივი; ჩატვირთული დოკუმენტების რეესტრის მონაცემები; „პირადი ფილტრები“; შესრულებული და შეუსრულებელი დოკუმენტების კონტროლი.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ი) კვალიფიციური ელექტრონული შტამპი – განვითარებული ელექტრონული შტამპი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების გამოყენებით, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის საფუძველზეა შესრულებული;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განმცხადებელი ყველა დოკუმენტს და ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია განცხადებაში აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად მერიას წარუდგენს ელექტრონული ფორმით (დანერგილი ელექტრონული სერვისების მეშვეობით ან მერიის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით) ან მატერიალური სახით, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში დასარეგისტრირებლად.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ რეზოლუციით დავალება რამდენიმე პირს აქვს გადაცემული, მისი დადგენილ ვადებში შესრულებისთვის პასუხისმგებელია ის, ვისაც დავალების გამცემი პასუხისმგებელ პირად მონიშნავს.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ დოკუმენტი ინფორმაციული ხასიათისაა და არ მოითხოვს რაიმე ქმედების განხორციელებას ხდება „დავალების დახურვა“ შესაბამისი კომენტარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე