„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.017109
2
26/01/2021
ვებგვერდი, 27/01/2021
140120000.22.034.017109
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №2

2021 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/02/2014, 140120000.22.034.016290) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობაში მესაკუთრის საცხოვრებელ ადგილად, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად, აღირიცხება:

ა) მესაკუთრის რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი;

ბ) მესაკუთრის საკუთრებად რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლის მისამართი;

გ) მესაკუთრის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (მიუხედავად იმისა წარმოადგენს თუ არა აღნიშნული უძრავი ქონება მის საკუთრებას).“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობაში მესაკუთრის საცხოვრებელ ადგილად ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის აღრიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს, მიუხედავად იმისა გააჩნია თუ არა მესაკუთრეს რეგსტრაციის/დროებითი რეგისტრაციის ადგილი ან საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს დაინტერესებული პირის მიერ მითითებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ნამდვილობა.“.

2. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თადარიგის გადამდგარი უფროსი და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობა თავისუფლდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდისაგან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური