დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად უცხო ქვეყნისა და უცხოეთის საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეთა რეგისტრაციის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59/2000 |
| დოკუმენტის მიმღები | ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 30/03/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 03/04/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.008.004.169 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.169
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №59/2000
2000 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებისა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად უცხო ქვეყნისა და უცხოეთის საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეთა რეგისტრაციის შესახებ
1. „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლისა და „საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში საჯაროობის უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №10/2000 დადგენილების შესაბამისად.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად რეგისტრაციაში გატარდეს შემდეგი უცხო ქვეყნისა და უცხოეთის საერთაშორისო ორგანიზაციები:
1. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა;
2. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია;
3. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო დამკვირებელთა მისია;
4. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი;
5. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი;
6. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი;
7. ევროპის მედიის ინსტიტუტი;
8. ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ბრიტანეთის ჯგუფი;
9. აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული ინსტიტუტი;
10. დსთ აღმასრულებელი კომიტეტი;
11. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისია.
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე
ჯ. ლომინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები