საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 83-IIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.020226
83-IIრს-Xმპ
05/01/2021
ვებგვერდი, 06/01/2021
200000000.05.001.020226
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.“.

2. 309-ე მუხლის:

ა) 112-ე და 113-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„112. 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, აგრეთვე 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.

შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება:

ა) საბიუჯეტო ორგანიზაციაზე;

ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკზე;

გ) ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე;

დ) საწარმოზე, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი;

ე) ამ შენიშვნის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს მიერ დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოზე, თუ ეს საწარმო მის მიერ დაფუძნებული/შვილობილი საწარმოს აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს.

113. პირი უფლებამოსილია 2020 წლის 1 მარტიდან 6 კალენდარული თვის (საანგარიშო პერიოდის), აგრეთვე 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის (საანგარიშო პერიოდის) განმავლობაში გაწეული იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაბეგროს ამ მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.“;

ბ) 114-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1141 ნაწილი:

„1141. საქართველოს ფინანსთა მინისტრს/შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება აქვს, 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის გადახდისთვის ამ კოდექსით განსაზღვრული ვადა გაუგრძელოს არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა იმ გადასახადის გადამხდელს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის 115-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე ან მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში. აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ამ კოდექსით გათვალისწინებული საურავი არ ერიცხება.“;

გ) 115-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„115.  ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება ამ კოდექსით 2020 ან 2021 წელსაა გათვალისწინებული, გათავისუფლებულია „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016):

ა) 55.1 კოდით (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები) ან/და 55.2 კოდით (დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

ბ) 56.1 კოდით (რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

გ) 56.3 კოდით (სასმელებით მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;

დ) 79 კოდით (ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.

შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება.“;

დ) 129-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 130-ე ნაწილი:

„130. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) ამ მუხლის 114-ე ნაწილის შესაბამისად გადავადებული საშემოსავლო გადასახადი (საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდისთვის ამ კოდექსით განსაზღვრული ვადა გაგრძელებულია), თუ იგი ახორციელებს ამ მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“;

ე) 130-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131-ე ნაწილი:

„131. ამ კოდექსის 164მუხლის მე-2 ნაწილი და 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტი გამოიყენება 2023 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული საქონლის იმპორტისას. ამასთანავე, 2023 წლის 1 იანვრამდე საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხა (საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის) მოიცავს საქონლის იმპორტიდან გამომდინარე, საქართველოში კუთვნილ იმპორტის გადასახდელს, გარდა დღგ-ისა.“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 131-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

5 იანვარი 2021 წ.

N83-IIრს-Xმპ