დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად საზოგადოებრივი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62/2000 |
| დოკუმენტის მიმღები | ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 30/03/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 03/04/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.008.004.166 |
სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 010.008.004.166
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება№62/2000
2000 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებისა მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად საზოგადოებრივი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ
I. „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -7 მუხლის, აგრეთვე „საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში საჯაროობის უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ №10/2000 დადგენილების მე-19 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებსა და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლების მისაღებად უარი ეთქვას რეგისტრაციაში გატარებაზე არასამთავრობო ორგანიზაციას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (აუსს) საქართველოს ეროვნულ სექციას.
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე
ჯ. ლომინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები