„სახელმწიფო პროგრამის − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის №678 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო პროგრამის − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის №678 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 818
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 220090000.10.003.022539
818
31/12/2020
ვებგვერდი, 31/12/2020
220090000.10.003.022539
„სახელმწიფო პროგრამის − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის №678 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №818

2020 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პროგრამის − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის №678 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამის − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის №678 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/11/2020, 220090000.10.003.022399) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო პროგრამის − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/მიკროსესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე“.

2. პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო პროგრამა − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/მიკროსესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/მიკროსესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი“.

4. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის პირველ მუხლში:

ა) „ა“, „დ“, „ვ“, „პ“, „ჟ“, „ტ“, „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროგრამა − ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/მიკროსესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი;“;

„დ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისათვის, პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომლის საქმიანობის პროფილის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ იგი ახორციელებს ღონისძიებების/შეკრებების/გამოფენების/კინოთეატრებში, კინოკლუბებში, ღია ცის ქვეშ ან სხვა სადემონსტრაციო ადგილებში კინოფილმების ან ვიდეოფილმების დემონსტრირების/შეხვედრების/კონფერენციების/ წვეულებების ორგანიზებას აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების ადგილებში, პერსონალის მართვითა და მიწოდებით, ასევე საკვების მიწოდების სერვისით ან ამ სერვისის გარეშე, კომერციულ ბანკთან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან/ლიზინგის გამცემთან გაფორმებული აქვს სესხის/მიკროსესხის/ლიზინგის ხელშეკრულება და საბანკო/მიკრო/სალიზინგო მიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;“;

„ვ) საქმიანობის პროფილი − მეწარმე სუბიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს ღონისძიებების/შეკრებების/გამოფენების/კინოთეატრებში, კინოკლუბებში, ღია ცის ქვეშ ან სხვა სადემონსტრაციო ადგილებში კინოფილმების ან ვიდეოფილმების დემონსტრირების/შეხვედრების/კონფერენციების/ წვეულებების ორგანიზებას და აღნიშნულის დადასტურება ხდება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის/ლიზინგის გამცემის ხელთ არსებული პროფილის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად;“;

„პ) საბანკო მიმართვა − კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს 2020 წლის 31 დეკემბრიდან 2021 წლის 22 იანვრის ჩათვლით პერიოდში;

ჟ) სალიზინგო მიმართვა − ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ ლიზინგის გამცემთან დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს 2020 წლის 31 დეკემბრიდან 2021 წლის 22 იანვრის ჩათვლით პერიოდში;“;

„ტ) სუბსიდირების მექანიზმის თანხა − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ კომერციული ბანკისთვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ლიზინგის გამცემისათვის მის მიერ გაცემული სესხებისათვის/მიკროსესხისთვის/სალიზინგო პროექტებისათვის გადასარიცხი სუბსიდირების თანხ(ებ)ის ჯამური ოდენობა;

უ) სუბსიდირების თანხა − პროგრამით განსაზღვრული წესით მეწარმე სუბიექტისათვის ჩასარიცხი/ჩარიცხული თანხა, რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებული, მისი სესხის ძირის ნაშთზე/მიკროსესხის ძირის ნაშთზე/ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული/დასარიცხი საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობის შესაბამისად 1 მარტის მდგომარეობით იმავე სესხზე/მიკროსესხზე/სალიზინგო პროექტზე არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით;

ფ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას/ლიზინგის გამცემს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“, „ც“, „ძ“, „წ“, „ჭ“, „ხ“, „ჯ“, „ჰ“, „ჰ1“, „ჰ2“, „ჰ3“ და „ჰ4“ ქვეპუნქტები:

„ქ1) მიკროსესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზება − მეწარმე სუბიექტის მიერ მიკროსესხის/სესხის (მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობისა და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე გაცემული ფულადი თანხა) მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა/გაზრდა იმავე ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან მიღებული რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხით, რომლითაც დაფარულია/გადაფარულია/გაზრდილია მეწარმე სუბიექტის/მისი დამფუძნებლის ის სესხ(ებ)ი/მიკროსესხ(ებ)ი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი ან/და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით;“;

„ც) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია − „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება;

ძ) მიკროსესხი − მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული მეწარმე სუბიექტის სესხი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ ამ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი ან/და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით;

წ) საბრუნავი საშუალება − აქტივები, რომლებიც არ წარმოადგენენ ძირითად საშუალებას;

ჭ) მიკრომიმართვა − მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს 2020 წლის 31 დეკემბრიდან 2021 წლის 22 იანვრის ჩათვლით პერიოდში;

ხ) მიკროგანაცხადი − მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას;

ჯ) სტანდარტული სესხი − „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სტანდარტული სესხი;

ჰ) სტანდარტული მიკრო სესხი − „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №142/04 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სტანდარტული აქტივი;

1) საყურადღებო სესხი − „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანების მე-6 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საყურადღებო სესხი;

2) საყურადღებო მიკროსესხი − „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №142/04 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საყურადღებო აქტივი;

3) სტანდარტული სალიზინგო პროექტი − სალიზინგო პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2020 წლის 1 იანვრამდე წინა 3 კალენდარული თვის განმავლობაში არ ფიქსირდება დადგენილი გადახდის გრაფიკის (ლიზინგის საგნის ღირებულების (მისი ნაწილის) ან მასზე დარიცხული პროცენტის) დარღვევა ან ფიქსირდება გრაფიკის არა უმეტეს 30 უწყვეტი კალენდარული დღით დარღვევა/ვადაგადაცილება;

4) საყურადღებო სალიზინგო პროექტი − სალიზინგო პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2020 წლის 1 იანვრამდე წინა 3 კალენდარული თვის განმავლობაში არ ფიქსირდება დადგენილი გადახდის გრაფიკის (ლიზინგის საგნის ღირებულების (მისი ნაწილის) ან მასზე დარიცხული პროცენტის) დარღვევა ან ფიქსირდება გრაფიკის არა უმეტეს 60 უწყვეტი კალენდარული დღით დარღვევა/ვადაგადაცილება.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2.  პროგრამის მიზანი და აღწერა

1. სახელმწიფო პროგრამის მიზანია, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ტიპის ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბაკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/მიკროსესხების/სალიზინგო პროექტის სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი.

2. პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: სესხის სუბსიდირების კომპონენტი (თავი I), სალიზინგო პროექტის სუბსიდირების კომპონენტი (თავი II), მიკროსესხის სუბსიდირების კომპონენტი (თავი III).

3. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს როგორც სამივე კომპონენტით ერთდროულად, ისე ცალ-ცალკე.

4. სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას/ლიზინგის გამცემს შორის, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

5. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, სუბსიდირების მექანიზმთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ლიზინგის გამცემისათვის მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ამ პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა და პროგრამის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ფარგლებში სუბსიდირების მექანიზმი სააგენტოს მიერ წყდება ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის/ლიზინგის გამცემისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებით.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში აღებული სესხების ან/და ლიზინგის გამცემთან შეთანხმებული სალიზინგო პროექტების სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს და აღნიშნული ფაქტის დადასტურება ხორციელდება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საჭირო თანადაფინანსების თანხის გადარიცხვა სააგენტომ უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

12. იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში აღებული სესხების/მიკროსესხის ან/და ლიზინგის გამცემთან შეთანხმებული სალიზინგო პროექტების სუბსიდირების  უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც აკმაყოფილებენ/დააკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს და რომელთათვისაც გათვალისწინებული სუბსიდირების თანხის გადარიცხვა ვერ ესწრება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით:

ა) სააგენტოს ოფიციალური მომართვის საფუძველზე (რომელიც სამინისტროში წარდგენილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა), სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის  განსაზღვრული ასიგნების ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოსათვის თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე, დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით;

ბ) სააგენტო ვალდებულია, ამ პროგრამით განსაზღვრული წესის დაცვით, სამინისტროს მიერ სახელმწიფო ხაზინაში მის ანგარიშზე პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული თანხა გადარიცხოს პროგრამაში მონაწილე კომერციულ ბანკებში. ამასთან, პროგრამაში მონაწილე მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის/ლიზინგის გამცემისათვის გათვალისწინებული თანხა ასევე ჩაირიცხება ამ პროგრამის ფარგლებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა/ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად შეთანხმებულ კომერციულ ბანკებში;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები აისახება სააგენტოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.“.

9. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ სუბსიდირების მექანიზმზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი საბანკო განაცხადის/მიკროგანაცხადის/სალიზინგო განაცხადის მიღების ვადა განისაზღვრება სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას/ლიზინგის გამცემს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“.

10. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამით დადგენილი სუბსიდირებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ კლასიფიცირდებოდა სტანდარტულ ან საყურადღებო სესხად.“.

11. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით რეფინანსირებულია/ რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე ან/და მის დამფუძნებელზე გაცემული კრედიტ(ებ)ი, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული ან საყურადღებო სესხი და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე სესხით დაფარულია/გადაფარულია მეწარმე სუბიექტის ან/და მისი დამფუძნებლის სალიზინგო პროექტები, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კლასიფიცირდება სტანდარტულ ან საყურადღებო სალიზინგო პროექტად.“.

12. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირების თაობაზე. ამასთან, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ან კანონის შესაბამისად შეჩერების ფაქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.

13. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-10 მუხლში:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამით დადგენილი სუბსიდირებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის სალიზინგო პროექტი ლიზინგის გამცემის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ არის სტანდარტულ ან საყურადღებო სალიზინგო პროექტად კლასიფიცირებული.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მეწარმე სუბიექტს, კონკრეტულ სალიზინგო პროექტთან მიმართებით, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სუბსიდირების მიღების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთხელ.“.

14. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომელმაც იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემისგან მიღებული ახალი სალიზინგო პროექტით მოახდინა მისი ან მისი დამფუძნებლის იმ სალიზინგო პროექტის დაფარვა/გადაფარვა, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული ან საყურადღებო სალიზინგო პროექტი.“.

15. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირების თაობაზე. ამასთან, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ან კანონის შესაბამისად შეჩერების ფაქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.

16. დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი III:

„თავი III

მიკროსესხის სუბსიდირების კომპონენტი

მუხლი 13. მიკროსესხის სუბსიდირების მექანიზმი

1. მიკროსესხის სუბსიდირების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის მიკროსესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობის სუბსიდირებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.

2. სუბსიდირების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული მიკროსესხის 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის ძირი ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დასაფარად.

3. პროგრამით დადგენილი სუბსიდირებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული მიკროსესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ იყო კლასიფიცირებული სტანდარტულ ან საყურადღებო მიკროსესხად.

4. მეწარმე სუბიექტს, კონკრეტულ მიკროსესხთან მიმართებით, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სუბსიდირების მიღების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთხელ.

მუხლი 14. მიკროსესხის სუბსიდირების მექანიზმის ბენეფიციარები

1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მეწარმე სუბიექტზე მიკროსესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;

ბ) მეწარმე სუბიექტზე გაცემული მიკროსესხის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ მიკროსესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი ან/და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, მიკროსესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მონიტორინგის განხორციელების შედეგად მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას;

გ) მეწარმე სუბიექტი, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიების საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში.

2. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხით რეფინანსირებულია/ რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე ან/და მის დამფუძნებელზე გაცემული მიკროსესხ(ებ)ი/სესხ(ებ)ი, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული ან საყურადღებო და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი ან/და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით.

მუხლი 15. მიკროსესხის სუბსიდირების მექანიზმის განხორციელების პროცესი და სუბსიდირების  მექანიზმის თანხის მართვა

1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, მიკროსესხის სუბსიდირების მექანიზმის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში წარადგენს მიკრომიმართვას.

2. მეწარმე სუბიექტის მიერ მიკრომიმართვაში მისათითებელი ინფორმაცია:

ა) მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი ფორმა/სახელწოდება;

ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირების თაობაზე. ამასთან, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ან კანონის შესაბამისად შეჩერების ფაქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ პროგრამის მე-13 და მე-14 მუხლების მოთხოვნებთან და დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის მიკროგანაცხადს.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოში წარსადგენ მიკროგანაცხადში მისათითებელი ინფორმაცია:

ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) დამტკიცებული მიკროსესხების მოცულობა;

გ) მიკროსესხის გაცემის თარიღი;

დ) მიკროსესხის მიზნობრიობის აღწერა;

ე) მეწარმე სუბიექტის საქმიანობის პროფილის აღწერა;

ვ) 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებული მიკროსესხის ძირის ნაშთი, ამავე დღის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთი და არსებული ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობა.

5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოში შესაბამისი მიკროგანაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს ინდივიდუალური მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის სუბსიდირების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესაბამის ანგარიშზე.

6. სააგენტოს მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის მიკროსესხის ძირის ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას.

7. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული დაფარვების, სუბსიდირების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ.

8. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია 2020 წლის 1 მარტიდან დაწყებული რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი ან/და მიკროსესხის ძირი, სააგენტოს მიერ გადახდილი სუბსიდირების თანხები მოხმარდება მიკროსესხის მომდევნო თვეების გადასახდელი სესხის ძირის ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას.

9. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, მიკროგანაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის სესხის ძირისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია