„სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის №728 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 817
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.022540
817
31/12/2020
ვებგვერდი, 31/12/2020
240140000.10.003.022540
„სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის №728 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №817

2020 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის №728 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის №728 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2020, 240140000.10.003.022450) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში აღებული სესხების ან/და ლიზინგის გამცემთან შეთანხმებული სალიზინგო პროექტების სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს და აღნიშნული ფაქტის დადასტურება ხორციელდება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საჭირო თანადაფინანსების თანხის გადარიცხვა სააგენტომ უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

12. იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში აღებული სესხების ან/და ლიზინგის გამცემთან შეთანხმებული სალიზინგო პროექტების სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც აკმაყოფილებენ/ დააკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს და რომელთათვისაც გათვალისწინებული სუბსიდირების თანხის გადარიცხვა ვერ ესწრება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით:

ა) სააგენტოს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე (რომელიც სამინისტროში წარდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა), სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის  განსაზღვრული ასიგნების ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოსათვის თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ, სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე, დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით;

 ბ) სააგენტო ვალდებულია, ამ პროგრამით განსაზღვრული წესის დაცვით, სამინისტროს მიერ სახელმწიფო ხაზინაში მის ანგარიშზე პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული თანხა გადარიცხოს პროგრამაში მონაწილე კომერციულ ბანკებში. ამასთან, პროგრამაში მონაწილე ლიზინგის გამცემისათვის გათვალისწინებული თანხა ასევე ჩაირიცხება ამ პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შეთანხმებულ კომერციულ ბანკებში;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო  სამართლის  იურიდიული პირის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები აისახება სააგენტოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია