„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 816
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.022541
816
31/12/2020
ვებგვერდი, 31/12/2020
190040000.10.003.022541
„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №816

2020 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, 190040000.10.003.021178) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პროგრამაში − საკრედიტო საგარანტიო სქემა“:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 41 პუნქტები:

„31. ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოს მიერ დადასტურებული იმ ახალი/რეფინანსირებული/რესტრუქტურიზებული სესხებისთვის/სესხების ტრანშებისთვის ამ თარიღის მდგომარეობით ჩაურიცხავი საგარანტიო თანხის უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის ასიგნებების ფარგლებში:

ა) სააგენტოს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე (რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს სამინისტროში არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა), სამინისტრო პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში უზრუნველყოფს აღნიშნული სესხებისათვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე;

ბ) სააგენტო ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებულ თანხას განათავსებს შესაბამის კომერციულ ბანკში ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშზე, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნულ ანგარიშზე ამ წესით განთავსებული თანხის მართვა, სარგებლის დარიცხვა/გადარიცხვა ხორციელდება ამ პროგრამითა და დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა და სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები აისახება სააგენტოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.“.

„41. ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოს მიერ დადასტურებული იმ ახალი/რეფინანსირებული სესხებისთვის/სესხის ტრანშებისთვის ამ თარიღის მდგომარეობით ჩაურიცხავი საგარანტიო თანხის უზრუნველყოფის მიზნით, 2020 წლის ასიგნებების ფარგლებში:

ა) სააგენტოს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე (რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს სამინისტროში არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა), სამინისტრო პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში უზრუნველყოფს აღნიშნული სესხებისათვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ, სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე;

ბ) სააგენტო ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებულ თანხას განათავსებს დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სააგენტოსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ შესაბამის კომერციულ ბანკში ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშზე, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნულ ანგარიშზე ამ წესით განთავსებული თანხის მართვა, სარგებლის დარიცხვა/გადარიცხვა ხორციელდება ამ პროგრამითა და დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სააგენტოსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები აისახება სააგენტოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.“.

2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. სხვა არსებითი დებულებები

1. ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი საკრედიტო გარანტიის გაცემის ლიმიტები დასახელებული რედაქციით მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დამტკიცებული ახალი/რესტუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხებისათვის.

2. 2021 წლის 1 იანვრიდან პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია ადრე გაცემული სესხის/სესხების რესტრუქტურიზაცია, შესაბამისად, დასახელებული თარიღიდან იურიდიულ ძალას კარგავს ყველა ის მუხლი/პუნქტი/ქვეპუნქტი, რომელიც არეგულირებს პროგრამის ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზებას. ამასთან, აღნიშნული არ გამოიწვევს უკვე გაცემული გარანტიების მოქმედების გაუქმებას 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული რესტრუქტურიზებული სესხებისათვის.

3. ამ პროგრამის მე-10 მუხლის შესაბამისად დადგენილი პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობის თანაფარდობა არ ვრცელდება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დამტკიცებულ ახალ/რეფინანსირებულ/ რესტრუქტურიზებულ სესხებზე.

4. 2021 წლის 1 იანვრიდან დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამაში მონაწილე თითოეული კომერციული ბანკისთვის საკრედიტო გარანტია გაიცემა შემდეგი ლიმიტების შესაბამისად:

ა) პროგრამის ფარგლებში დროის ნებისმიერი მომენტისთვის არსებული ფაქტობრივი პორტფელის არაუმეტეს 35 პროცენტის ოდენობაზე;

ბ) პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 80 პროცენტის ოდენობაზე.“.

5. 2021 წლის 1 იანვრიდან დადგენილების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს მიერ ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე ჩასარიცხი საგარანტიო თანხის ოდენობა (იმ სესხებისათვის, რომლებიც დამტკიცებული და გაცემულია 2021 წლის 1 იანვრიდან), რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, განისაზღვრება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით; წინა თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემული ახალი სესხების შემთხვევაში, ამ დადგენილების მე-4 მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – 28 პროცენტის ოდენობით.“.

6. 2021 წლის 1 იანვრიდან პროგრამის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი ახალი სესხების ძირი თანხის დაფარვების, 2021 წლის 1 იანვრამდე დამტკიცებული სესხების შემთხვევაში – 31.5 პროცენტის, ხოლო რესტრუქტურიზებული სესხების (რომლებიც დამტკიცებულია 2021 წლის 1 იანვრამდე) ძირი თანხის დაფარვების − 10.5 პროცენტის (რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში) სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას, მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე, როდესაც სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული გადეფოლტებული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. თანხის ამოწურვის შემთხვევაში, დაფარვების მიხედვით თანხის ჩარიცხვის ვალდებულება კომერციულ ბანკს წარმოეშობა სესხების გაცემის შემთხვევაში, ასევე რესტრუქტურიზაციის შედეგად ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ, რის საფუძველზეც, ყოველი თვის 10 რიცხვამდე, კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.

8. ყოველი თვის 8 რიცხვამდე, ამ დადგენილებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მისი პორტფელის შემადგენელი ახალი სესხების, ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ძირი თანხის დაფარვების, 2021 წლის 1 იანვრამდე დამტკიცებული სესხების შემთხვევაში − 31.5 პროცენტის კალკულაციას და ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში − სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება) საფუძველზე, ამ სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის თაობაზე კომერციული ბანკისათვის საგადახდო დავალების მიცემას, რომელიც დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ჩამოჭრას ამავე პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან და სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე მისცეს ბანკს სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის დავალება, სანამ ამ დეპოზიტზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადეფოლტებული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სააგენტოს საბიუჯეტო ანგარიშზე გადარიცხვის დავალების მიცემის ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა მხოლოდ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ. ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში, ყოველი თვის 8 რიცხვამდე, კომერციული ბანკისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საგადახდო დავალების მიცემის შემთხვევაში, დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.“.

7. 2021 წლის 1 იანვრიდან დადგენილების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, კომერციული ბანკის (კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემის გზითა და მიწოდებული კალკულაციის თანახმად, ასევე ეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხების დაფარვების შესაბამისი გადმორიცხვების სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვაც) მიერ სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე მიმდინარე დაფარვების შესაბამისი ჩასარიცხი თანხა განისაზღვრება:

− პროგრამის ფარგლებში 2021 წლის 1 იანვრამდე დამტკიცებული ახალი სესხების ძირი თანხის დაფარვების 31.5 პროცენტის ოდენობით;

− პროგრამის ფარგლებში 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ დამტკიცებული და გაცემული ახალი სესხების ძირი თანხის დაფარვების 28 პროცენტის ოდენობით;

− პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე დამტკიცებული რესტრუქტურიზებული სესხების ძირი თანხის დაფარვების 10.5 პროცენტის ოდენობით.“.

8. 2021 წლის 1 იანვრიდან პროგრამის მე-7 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, 2021 წლის 1 იანვრამდე დამტკიცებული ახალი სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 31.5 პროცენტის, 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ დამტკიცებული და გაცემული ახალი სესხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) − 28 პროცენტის, ხოლო რესტრუქტურიზებული სესხის (რომელიც დამტკიცებულია 2021 წლის 1 იანვრამდე)  ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) − 10.5 პროცენტის, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

11. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ გაცემულ (აქვე მოიაზრება რეფინანსირების შედეგად ნამეტი თანხა (ახალი სესხი), მხოლოდ ნამეტი თანხის ნაწილში) სესხზე 31.5 პროცენტის (რომელიც დამტკიცებულია 2021 წლის 1 იანვრამდე), 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ დამტკიცებული და გაცემული ახალი სესხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 28 პროცენტის კალკულაციას და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან კომერციული ბანკისათვის საგადახდო დავალების მიცემას თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.“.

9. 2021 წლის 1 იანვრიდან პროგრამის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება, 2020 წლის 31 დეკემბრის შემდგომ დამტკიცებული და გაცემული სესხების შემთხვევაში, ხდება სესხის გარანტირებული და არაგარანტირებული ნაწილის პროპორციულად. ამოღებული თანხის არაუმეტეს 80 პროცენტისა ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია