“№71 სოხუმის, №72 გაგრის, №73 გალის, №74 გუდაუთის, №75 გულრიფშის, №76 ოჩამჩირის, №77 ტყვარჩელის, №78 სოხუმის რაიონის, №34 ჯავის, №42 ცხინვალის, №31 ახალგორის და №33 ქარელის საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე ფაქტიურად მცხოვრებ ამომრჩეველთა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 53/2000
დოკუმენტის მიმღები ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 30/03/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 03/04/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.163
  • Word
53/2000
30/03/2000
სსმ, 28, 03/04/2000
010.008.004.163
“№71 სოხუმის, №72 გაგრის, №73 გალის, №74 გუდაუთის, №75 გულრიფშის, №76 ოჩამჩირის, №77 ტყვარჩელის, №78 სოხუმის რაიონის, №34 ჯავის, №42 ცხინვალის, №31 ახალგორის და №33 ქარელის საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე ფაქტიურად მცხოვრებ ამომრჩეველთა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ”
ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 010.008.004.163

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №53/2000

2000 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

№71 სოხუმის, №72 გაგრის, №73 გალის, №74 გუდაუთის, №75 გულირიფშის, №76 ოჩამჩირის, №77 ტყვარჩელის, №78 სოხუმის რაიონის, №34 ჯავის, №42 ცხინვალის, №31  ახალგორის და №33 ქარელის საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრებ ამომრჩეველთა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის და „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. №71 სოხუმის, №72 გაგრის, №73 გალის, №74 გუდაუთის, №75 გულირიფშის, №76 ოჩამჩირის, №77 ტყვარჩელისა და №78 სოხუმის რაიონის საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრებ ამომრჩევლებს უფლება აქვთ ხმა მისცენ №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბნებში.

2. №34 ჯავისა და №42 ცხინვალის საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრებ ამომრჩევლებს უფლება აქვთ ხმა მისცენ №32  გორის და №85 ლიახვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბნებში.

3. №31 ახალგორის საარჩევნო ოლქის (ახალგორის რაიონის, ლეხურის ხეობა) ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრებ ამომრჩევლებს უფლება აქვთ ხმა მისცენ №31  ახალგორის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბნებში.

4. №33 ქარელის საარჩევნო ოლქის (თიღვის თემი) ტერიტორიაზე ფაქტიურად მცხოვრებ ამომრჩევლებს უფლება აქვთ ხმა მისცენ №33 ქარელის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბნებში.

5. საოლქო საარჩევნო კომისიებმა განსაზღვრონ აღნიშნული საარჩევნო უბნები და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 დღის ვადაში.

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე  ჯ.ლომინაძე