დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩისა და ახალქალაქის გზატკეცილის გადაკვეთის წრიულიდან - რუსთაველის ქუჩისა და ახალქალაქის გზატკეცილის გადაკვეთის წრიულამდე ქუჩისათვის ბექა ჯაყელის სახელის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-13.13203653 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.138.016007 |
|
ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩისა და ახალქალაქის გზატკეცილის გადაკვეთის წრიულიდან - რუსთაველის ქუჩისა და ახალქალაქის გზატკეცილის გადაკვეთის წრიულამდე ქუჩისათვის ბექა ჯაყელის სახელის მინიჭების თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე’’ ქვეპუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის შესაბამისად,
1. ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩისა და ახალქალაქის გზატკეცილის გადაკვეთის წრიულიდან – რუსთაველის ქუჩისა და ახალქალაქის გზატკეცილის გადაკვეთის წრიულამდე ქუჩას (1230 მეტრი), ეწოდოს ბექა ჯაყელის სახელობის ქუჩა. 2. განკარგულება, რეაგირებისათვის, გაეგზავნოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას. 3. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს: ა) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; ბ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; დ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ ვებგვერდზე. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში(მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62.). ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები