“საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 51/2000
დოკუმენტის მიმღები ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 30/04/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 30/03/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.161
  • Word
51/2000
30/04/2000
სსმ, 28, 30/03/2000
010.008.004.161
“საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 010.008.004.161

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 51/2000

2000 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

I. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2000 წლის 15 მარტის 45/2000 დადგენილებით დამტკიცებულ საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-9 თავის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებად, ხოლო მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. არჩევნების დღეს განსაკუთრებული დაცვის ობიექტებზე მყოფი დაცვის მუშაკი ხმას აძლევს იმ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესით, რომლის ტერიტორიაზეც არის განთავსებული ეს ობიექტი. ასეთ შემთხვევაში დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ამომრჩეველთა რაოდენობას წინასწარ აცნობებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს ამ ინფორმაციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ან უშუალოდ ამ უკანასკნელს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს და მარკირებისათვის განკუთვნილ ბეჭდს დებს ცალკე პარკში და გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადასაცემად. არჩევნების წინა დღეს გადასატანი ყუთისათვის განკუთვნილი ბიულეტენების პარკი იხსნება, დადგენილი წესით დამოწმდება (ბიულეტენებზე ხელის მოწერის უფლების მქონე კომისიის წევრები აირჩევა წინასწარ) და ხელახლა დაილუქება, ხოლო მარკირებისათვის განკუთვნილი ბეჭედი დაილუქება, რომელიც შემდგომ აღარ იხსნება და დასაბრუნებელ ბიულეტენებთან ერთად ბრუნდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისია თავმჯდომარის განკარგულებით, იმ უბნებში, სადაც მოსალოდნელია ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის გამო გადასატანი ყუთის გამოყენება, იღებს გადაწყვეტილებას ამ უბნებში საარჩევნო ბიულეტენების ამ წესით გაცემის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.“.

2. მე-11 თავის პირველი პუნქტის გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთებზე ბეჭდის (ლუქი) მთლიანობას. ჯერ გაიხსნება ძირითადი ყუთი და შემოწმდება მასში საკონტროლო ფურცლის არსებობა, შემდეგ ირევა ძირითად და გადასატან ყუთებში არსებული ბიულეტენები და მოწმდება მეორე საკონტროლო ფურცელი. თუ საკონტროლო ფურცლები არ აღმოჩნდა, ამის შესახებ ოქმს უნდა დაერთოს კომისიის ახსნა-განმარტება;.

3. მე-11 თავის მე-2 პუნქტი ჩაითვალოს მე-3 პუნქტად, ხოლო მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სამხედრო ნაწილში გახსნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს საარჩევნო ყუთს და გამოუყენებელ ბიულეტენებს, რომელთაც შემდეგ დაუყოვნებლივ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საუბნო საარჩევნო კომისიას. ეს ყუთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ უბანში შეიძლება შეტანილ იქნეს კომისიის თავმჯდომარის და მდივნის მიერ 20 საათის შემდეგაც. მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა. ამ საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლა მოხდეს სამხედრო ნაწილიდან საარჩევნო ყუთის მიღების შემდეგ, რომელიც შემდგომ პროცედურებს ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.“.

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე