,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016339
15
29/12/2020
ვებგვერდი, 31/12/2020
040030000.32.057.016339
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება  №15

2020 წლის 29 დეკემბერი

ქ. ბათუმი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, №154, 25/11/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016003) და დადგენილებით დამტკიცე­ბული დებულების:
ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული განყოფილება;

ბ) დაგეგმარებისა და ნებართვების განყოფილება;

გ) მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილება;

დ) არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების, არქეოლოგიისა და საგან­მა­ნათ­ლებლო განყოფილება, რომელიც მოიცავს აჭარის კულტურული მემკვიდ­რეობის დაცვის სააგენტოს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს;

ე) სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის ,,რ“ და ,,ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენასა და აღწერას, ახდენს იდენტიფიკაციას, დოკუმენტურ (აუდიო, ვიდეო, წერილობით) ფიქსაციას, შენახვასა და დაცვას;

ს) ამზადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სააღრიცხვო ბარათს;“;

დ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ-ყ” ქვეპუნქტები:

,,ტ) ახდენს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციას და ამ გზით ხელს უწყობს კულტურათა მრავალფეროვნების შენარჩუნებას;

უ) ატარებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  სარესტავრაციო სამუშაოებს;

ფ) აწარმოებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის პროცესში სრულ ფოტო და ტექსტურ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს რესტავრაციის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განთავსების ოპტიმალურ პირობებს;

ქ) ხელს უწყობს რესტავრაციის სფეროში ახალი მეთოდიკისა და ტექნოლო­გიების დანერგვას;

ღ) თანამშრომლობს რესტავრაციის სფეროში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან;

ყ) ახორციელებს ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ე) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ქმნის, აღწერს და ანაწილებს მატერიალურ-ტექნიკურ მარაგებს და წარმარ­თავს სასაწყობო მეურნეობას;

ბ) უზრუნველყოფს მფლობელობაში არსებული ინვენტარის მოვლა-შენახვას;

გ) აღრიცხავს სარგებლობაში არსებულ ძირითად საშუალებებს, ინვენტარს;

დ) ახორციელებს მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლს;

ე) ახდენს სააგენტოს მფლობელობაში არსებული კულტურული მემკვიდრეო­ბის ძეგლების  ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზებას;

ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს მფლობელობაში არსებულ შენობებში სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების დაცვას;

ზ) უზრუნველყოფს სააგენტოს მფლობელობაში არსებულ შენობებში სანიტარიული ნორმების დაცვას;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსი­ლებებს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე