ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 040090000.32.057.016338
14
29/12/2020
ვებგვერდი, 31/12/2020
040090000.32.057.016338
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება  №14

2020 წლის 29 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულე­ბების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულე­ბების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილებაში (სსმ, 06/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.32.057.016331) და დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინვესტორებს, რომლებსაც სამინისტროსთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების (გარდა საპრივატიზებო/ სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა) შესრულების ვადა წარმოეშვათ/წარმოეშობათ 2020 წლის 1 მარტიდან და 2021 წლის 1 ივლისამდე მიმართავენ სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით და უზრუნველყოფენ არსებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას წინამდებარე წესის შესაბამისად, სამინისტროს/მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავრობის თანხმობით, მიეცემათ დამატებთი 18 (თვრამეტი) თვის ვადა (დამატებითი ვადის ათვლა დაიწყება პროფილისა და დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნების ვალდებულების შემთხვევაში – 2020 წლის 1 მარტიდან და 2020 წლის 1 ივლისიდან – იმ ინვესტორების მიმართ, ვისაც ეს ვალდებულება წარმოეშობა 2020 წლის 1 ივლისამდე, ხოლო იმ ინვესტორებს, ვისაც ვალდებულების შესრულების ვადა წარმოეშობა 2020 წლის 1 ივლისის შემდეგ, ვალდებულების წარმოშობის დღიდან), ხოლო იმ ინვესტორებს ვისთანაც 2020 წლის 1 მარტის შემდგომ გაფორმდა ხელშეკრულება ან/და ეკონომიკური განვითარების საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად 2020 წლის 1 მარტიდან მიეცათ დამატებითი ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მიეცემათ დამატებითი 6 (ექვსი) თვის ვადა და სრულად გათავისუფლდებიან აღნიშნულ პერიოდში დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან. ამასთან, ინვესტორებს არ წარმოეშობათ ახალი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება (ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის არსებობისას მისი მოქმედების ვადა უნდა გაგრძელდეს შესაბამისი ვადით) და სამინისტროს მიერ არ იქნება გამოთხოვილი მათ მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ამ პუნქტით განსაზღვრული შეღავათი არ ვრცელდება იმ ინვესტორებზე, რომლებსაც 2020 წლის 1 მარტამდე ჰქონდათ შეუსრულებელი ვალდებულება სამინისტროს წინაშე.

3. ინვესტორებს, რომლებსაც 2020 წლის 1 მარტიდან წარმოეშობათ საპრივა­ტი­ზებო საფასურის გადახდის ვალდებულება და მიმართავენ სამინისტროს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატიზებო საფასურის გადასახდელად 2020 წლის 20 დეკემბრამდე, ხოლო იმ ინვესტორებს, რომლებსაც წარმოეშობათ საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება 2021 წლის 1 იანვრიდან, მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატი­ზებო საფასურის გადასახდელად 2021 წლის 1 დეკემბრამდე და გათავისუფლდებიან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხ­ლო­საგან. ამასთან, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ინვესტორები გათავისუფლდებიან 2020 წლის 1 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო ინვესტორის მიერ მითითებულ ვადაში სარგებლობის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის შემთხვევაში, ინვესტორი გათავისუფლდება სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულე­ბისაგან გადახდილი თანხის ოდენობით, საშეღავათო ვადის გასვლის შემდგომ პერიოდში. ასევე, ინვესტორები თავისუფლდებიან 2020 წლის დეკემბრის, 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების სარგებლობის საფასურის გადახდისაგან სამინისტროსადმი მიმართვისა და შესაბამისი აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, მოსარგებლეებს არსებული დავალიანებების (სარგებლობის საფასური/დარიცხული პირგასამტეხლო ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადასახდელად მიეცემათ ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე. ინვესტორებს, რომლებსაც ფაქტობრივად გადახდილი აქვთ დეკემბრის თვის სარგებლობის საფასური/საფასურის ნაწილი, ჩაეთვალოთ 2021 წლის სარგებლობის საფასურის ანგარიშში. ამასთან, გადახდილი სარგებლობის საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                                                    

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე