„ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 28/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016437
81
28/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
300280020.16.009.016437
„ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №81

2020 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი  ეროვნული კომისიის   2014 წლის 17 აპრილის №10  დადგენილებით  დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 111 მუხლის პირველი პუნქტის “გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ გ) ახალი საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილ(ებ)ის მოწყობის აუცილებლობას და, ასეთი აუცილებლობის  შემთხვევაში - აღრიცხვის უჯრედ(ებ)ის მოწყობისათვის საჭირო პირობებს;

„დ) საკონტროლო აღრიცხვის წერტილ(ებ)ის მოწყობის აუცილებლობას და, ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში - საკონტროლო აღრიცხვის წერტილ(ებ)ის ადგილმდებარეობასა და ელექტროენერგიის აღრიცხვის შესატყვისი უჯრედ(ებ)ის მოწყობისათვის საჭირო პირობებს;“.

2. 66-ე  მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„2. გადაცემის ლიცენზიატის კუთვნილ 110 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემ ხაზებზე), საანგარიშსწორებო აღრიცხვის (მრიცხველის) გარდა, გამოყენებულ უნდა იქნეს საკონტროლო აღრიცხვა (მრიცხველი). საკონტროლო მრიცხველს უნდა გააჩნდეს სიზუსტის არანაკლებ ის კლასი, რომელიც გათვალისწინებულია საანგარიშსწორებო მრიცხველისათვის.

3. 110 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე, საკონტროლო აღრიცხვა შესაძლებელია მოეწყოს ხაზის მეორე ბოლოში ან სანგარიშსწორებო აღრიცხვის იმავე წერტილში.“.

3. 169-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1. კომისიამ, შესაბამის სისტემის ოპერატორებთან და ელექტროსადგურების მფლობელებთან და  სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციის შემდეგ უნდა განსაზღვროს გადავადების უფლების მინიჭების კრიტერიუმები, რომლებიც შესაბამისობაში უნდა იყოს ამ წესების 170-ე და 171-ე მუხლების მოთხოვნებთან. კომისია ამ კრიტერიუმებს აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე და ატყობინებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. თუ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიაჩნია, რომ აღნიშნული კრიტერიუმები არ შეესაბამება ამ წესების მოთხოვნებს, იგი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს კომისიას. გადავადების უფლების მინიჭების საჭირო კრიტერიუმების ცვლილება არ ახდენს გავლენას შესაბამისი გადაწყვეტილებით უკვე მინიჭებულ გადავადების უფლებაზე.“.

4. 230-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1. კომისიამ, შესაბამის სისტემის ოპერატორებთან, მოხმარების ობიექტის მფლობელებთან, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციის შემდეგ უნდა განსაზღვროს გადავადების უფლების მინიჭების კრიტერიუმები, რომლებიც შესაბამისობაში უნდა იყოს ამ წესების 231-232-ე მუხლებთან. კომისია ამ კრიტერიუმებს აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე და ატყობინებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. თუ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიაჩნია, რომ აღნიშნული კრიტერიუმები არ შეესაბამება ამ წესების მოთხოვნებს, იგი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს კომისიას. გადავადების უფლების მინიჭების საჭირო კრიტერიუმების ცვლილება არ ახდენს გავლენას შესაბამისი გადაწყვეტილებით უკვე მინიჭებულ გადავადების უფლებაზე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

 


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია