დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48/2000 |
| დოკუმენტის მიმღები | ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 21/03/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 22/03/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.008.004.139 |
სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 010.008.004.139
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №48/2000
2000 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში ცვლიებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ცეტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
I. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №45/2000 დადგენილებით დამტკიცებულ „საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ ინსტრუქციაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-7 თავის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი წინადადება:
„იმ შემთხვევაში, თუ კომისიის ამ წევრებიდან რომელიმეს არ შეუძლია მოვალეობის შესრულება, თავმჯდომარე კომისიის სხვა წევრს ირჩევს ამ პუნქტში აღნიშნული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.“.
2. მე-7 თავის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები, ხოლო არსებული მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები შესაბამისად გადაინომროს:
„6. კომისიაში მიღებულ და გასულ დოკუმენტაციას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, ან მისი დავალებით კომისიის მოადგილე ან მდივანი.
7. კენჭისყრის დღეს კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის არყოფნის შემთხვევაში საარჩევნო დოკუმენტებზე ხელს აწერს კომისიის დამსწრე წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით უფლებამოსილი ერთი კომისიის წევრი.“.
3. მე-11 თავის „ზ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:
„საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი ან საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებულ დალუქულ ბიულეტენებს დაუყოვნებლივ გადასცემს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.“.
4. მე-13 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საოლქო საარჩევნო კომისიის წარდგინების საფუძველზე მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიაა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“.
I. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები