„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 29/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016436
86
29/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
300320000.16.009.016436
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №86

2020 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების  (სსმ III, 2010 წლის 17 აგვისტო, №100, მუხ. 1508, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.015003) პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8)  შპს „რუსთავის წყალის“  მომხმარებლებისათვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს წყალმომარაგების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):

ა)  გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 0.424 ლარი/მ3, მათ შორის:

ა.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 0.363 ლარი/მ3;

ა.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0.061 ლარი/მ3;

ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული  ტარიფი – 2.548 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის:

ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 2.181 ლარი/სულზე/თვეში;

ბ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0.367  ლარი/სულზე/თვეში;

გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული  ტარიფი – 3.140 ლარი/მ3, მათ შორის:

გ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 2.744 ლარი/მ3;

გ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0.396 ლარი/მ3.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2024 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე