„მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

„მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 01-135/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016826
01-135/ნ
31/12/2020
ვებგვერდი, 31/12/2020
470230000.22.035.016826
„მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-135/ნ

2020 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 470230000.22.035.016481) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

 დამტკიცდეს თანდართული:

ა) „მინდობით აღზრდის წესი“ (დანართი №1);

ბ) „სპეციალიზებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმები“ (დიაგნოზების კოდები ICD-10-ის მიხედვით) (დანართი №2);

გ) „18 წელს ზემოთ შშმ პირთა მხარდაჭერის წესი“ (დანართი №3).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის („მინდობით აღზრდის წესი“) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2018 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირებული მინდობით აღმზრდელები ითვლებიან რეგისტრირებულად, ამ წესის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნულმა პირებმა 2022 წლის 01 იანვრამდე, უნდა გაიარონ სავალდებულო მოსამზადებელი კურსი და შესაბამისი სერტიფიკატი წარუდგინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ერთეულს.“.

3. ბრძანებას დაემატოს №3 დანართი („18 წელს ზემოთ შშმ პირთა მხარდაჭერის წესი“) თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე



დანართი №3

 

18 წელს ზემოთ შშმ პირთა მხარდაჭერის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

წინამდებარე წესით განისაზღვრება მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამის 18 წელს ზემოთ შშმ პირთა მხარდაჭერის კომპონენტის პროცედურები, შშმ პირის ოჯახურ გარემოში ზრუნვის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე – კომპონენტის ანაზღაურების, დანიშვნისა და შეწყვეტის პირობები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) შშმ ბენეფიციარი (შემდგომშიბენეფიციარი მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამით მოსარგებლე 18 წელს მიღწეული შშმ პირები, რომლებიც მინიმუმ ორი წელია იმყოფებიან მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდებიან ბიოლოგიურ ოჯახში, საჭიროებენ სახელმწიფო ზრუნვას;

) ფაქტობრივი მზრუნველიმეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ერთეულის მიერ დარეგისტრირებული მინდობითი აღმზრდელი, რომელთანაც მინიმუმ ორი წელი განთავსებული იყო შშმ ბავშვი, რომელიც 18 წელს მიღწევის შემდეგ რჩება სახელმწიფო ზრუნვაში 18 წელს ზემოთ შშმ პირთა მხარდამჭერი კომპონენტის ფარგლებში;

) სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო;

) ანაზღაურება – ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა ფაქტობრივ მზრუნველს ბენეფიციარის მოვლისა და მხარდაჭერისთვის;

) რეგიონული საბჭო – სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით;

) ინდივიდუალური მომსახურების გეგმა – ბენეფიციარის აზრის გათვალისწინებით და მისი საუკეთესო ინტერესების დაცვით, სოციალური მუშაკის მიერ ბენეფიციარის ფაქტობრივ მზრუნველთან და ზრუნვაში ჩართულ სხვა პირებთან ერთად შედგენილი ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობისათვის დაგეგმილი კონკრეტული მიზნებისა და ღონისძიებების ერთობლიობა;

) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო – სააგენტოს ტერიტორიული ერთეული.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც გათვალისწინებულია „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ ბრძანებით დამტკიცებულ N1 დანართში („მინდობით აღზრდის წესი“).

მუხლი 3. 18 წელს ზემოთ შშმ პირთა მხარდაჭერის კომპონენტის პროცედურები

ა) სოციალური მუშაკის დასკვნა წარედგინება ტერიტორიული ერთეულის უფროსს/უფროს სოციალურ მუშაკს რეგიონულ საბჭოზე/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარესთან განხილვის მიზნით.

ბ) 18 წელს ზემოთ შშმ პირთა მხარდამჭერ კომპონენტში პირის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება რეგიონული საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის მიერ სოციალური მუშაკის შეფასებისა და მომზადებული არგუმენტირებული დასკვნის (ინფორმაცია ყოფილ აღსაზრდელისა და მინდობით აღმზრდელს შორის ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის, 18 წლის შესრულების შემდეგ ბიოლოგიურ გარემოში დაბრუნების ხელისშემშლელი გარემოებების, ოჯახურ გარემოში დარჩენის უპირატესობებისა და სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების აუცილებლობის შესახებ და ა.შ) საფუძველზე;

გ) კომპონენტით სარგებლობისთვის საჭიროა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე 18 წელს ზემოთ სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე პირის (შესაძლებლობის გათვალისწინებით) და მისი შემდგომი ფაქტობრივი მზრუნველის (რომელიც არის ან დაინიშნება შშმ პირის მხარდამჭერად სასამართლოს წესით) თანხმობა;

დ) რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ შშმ პირის შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ადგილობრივ რეესტრში და გადაეგზავნება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვის მიზნით;

ე) ფაქტობრივ მზრუნველს ან/და ბენეფიციარს უფლება აქვს განაცხადოს არგუმენტირებული უარი, სადაც მითითებულია 18 წელს ზემოთ შშმ პირთა მხარდაჭერის კომპონენტში ჩართვაზე უარის მიზეზი.

მუხლი 4. ხელშეკრულება 18 წელს ზემოთ შშმ პირის მხარდაჭერის კომპონენტის შესახებ

ა) სააგენტოსა და 18 წელს მიღწეული სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე პირის ფაქტობრივ მზრუნველს (რომელიც ამასთანავე არის ბენეფიციარის მხარდამჭერი) შორის იდება ორმხრივი ხელშეკრულება ან/და სამმხრივი ხელშეკრულებით ბენეფიციარის მონაწილეობით (ბენეფიციარის შესაძლებლობების გათვალისწინებით);

ბ) ხელშეკრულება იდება არაუმეტეს ერთი წლის ვადით. ხელშეკრულების გადასინჯვა/გაგრძელება ხორციელდება მინიმუმ 6 თვეში ერთხელ რეგიონულ საბჭოზე წარდგენის საფუძველზე;

გ) ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო;

დ) ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმებს ამტკიცებს სააგენტო;

ე) ხელშეკრულება ფორმდება მინდობითი აღზრდის ხელშეკრულების დასრულების მომდევნო დღიდან რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

მუხლი 5. 18 წელს ზემოთ შშმ პირთა მხარდაჭერის კომპონენტით მოსარგებლე ბენეფიციარის ფაქტობრივი მზრუნველი პირის უფლება-მოვალეობები:

ა) დაუბრკოლებლად შეუშვას სოციალური მუშაკი და სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირები თავის საცხოვრებელ ბინაში და მისცეს მას საშუალება შეამოწმოს სოციალური თუ ყოფითი პირობები;

ბ) ობიექტური პასუხები გასცეს სოციალური მუშაკის შეკითხვებს, არ შეცვალოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ, წარადგინოს დამატებითი დოკუმენტები, განსხვავებული აზრის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები, განცხადების წარდგენის გზით;

გ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ან/და იმ გარემოებების შეცვლის შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს რეესტრში აღრიცხულ მონაცემებზე (სოციალურ – ეკონომიკური, დემოგრაფიული, ჯანმრთელობის, ნასამართლობის და სხვა), დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

დ)აცნობოს სოციალურ მუშაკს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებას ბენეფიციარის მიერ ოჯახის თვითნებურად დატოვების ან გაუჩინარების თაობაზე, თუ ამ ფაქტიდან გასულია 24 საათი;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დიაგნოზისა და ბენეფიციარის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დაინიშნოს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის მხარდამჭერად;

ვ) გაეცნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში, მის შესახებ არსებული ინფორმაციას, მოითხოვოს მის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში არსებული საქმის მასალები;

ზ) ბენეფიციარის საჭიროების დაკმაყოფილების (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით) მიზნით მიმართოს რეგიონული საბჭოს, საანაბრე ანგარიშზე დაგროვილი თანხის გამოტანის/გამოყენების თაობაზე (საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი) სამომავლო გეგმების განხილვისა და მხარდაჭერის საჭიროების განსაზღვრის მიზნით;

თ) რეგიონული საბჭოსაგან მიიღოს თანხმობა/უარი დაგროვებით ანაბარზე არსებული თანხის (ნაწილის ან სრულის) განკარგვის უფლების მოპოვებაზე და მიმართოს სასამართლოს.

მუხლი 6. 18 წელს ზემოთ შშმ პირთა მხარდაჭერის კომპონენტის ბენეფიციარის უფლება-მოვალეობანი

ა) მიმართოს რეგიონული საბჭოს, საანაბრე ანგარიშზე დაგროვილი თანხის გამოტანის/გამოყენების თაობაზე (საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი) სამომავლო გეგმების განხილვისა და მხარდაჭერის საჭიროების განსაზღვრის მიზნით;

ბ) რეგიონული საბჭოსაგან მიიღოს თანხმობა/უარი დაგროვებით ანაბარზე არსებული თანხის (ნაწილის ან სრულის) განკარგვის უფლების მოპოვებაზე და მიმართოს სასამართლოს;

გ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებაში;

დ) მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა;

ე) შეატყობინოს ფაქტობრივ მზრუნველს და სააგენტოს მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე;

ვ) იცხოვროს ფაქტობრივ მზრუნველთან (მხარდამჭერთან);

ზ) პატივი სცეს ფაქტობრივი მზრუნველის(მხარდამჭერის) ოჯახის ტრადიციებს;

თ) შესაძლებლობის გათვალისწინებით, დაიცვას მზრუნველთან (მხარდამჭერთან) ოჯახში არსებული წესები;

ი) შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეასრულოს მისთვის დაკისრებული, ინდივიდუალური გეგმით გაწერილი აქტივობები.

მუხლი 7. ანაზღაურების ოდენობა, გაცემის/შეჩერების წესი და პირობები

1. ანაზღაურება განხორციელდება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცებული – „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესით” განსაზღვრული ოდენობით.

2. 18 წელს ზემოთ შშმ პირთა მხარდაჭერის კომპონენტის შემთხვევაში, ანაზღაურების გაცემა მოხდება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, ყოველთვიურად, მომდევნო თვის 25 რიცხვამდე.

3. ანაზღაურება გაიცემა ფაქტობრივ მზრუნველზე საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით.

4. თუ დადგინდა, რომ ბენეფიციარის მიერ ფაქტობრივი მზრუნველის საცხოვრებლის დატოვებიდან 2 კვირის გასვლის შემდგომ ბენეფიციარი არ/ვერ ბრუნდება ოჯახში ან/და გასულია/დარღვეულია მისი დაბრუნების ვადა, ამავდროულად არ არსებობს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, რეგიონული საბჭო, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების დაფინანსების შეჩერების თაობაზე.

5. ბენეფიციარის ფაქტობრივ მზრუნველთან დაბრუნების შემთხვევაში, რეგიონული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების აღდგენის თაობაზე, ბენეფიციარის ფაქტობრივ მზრეუნველთან დაბრუნების დღიდან, რაც დადასტურებულია სოციალური მუშაკის დასკვნით.

6. დაფინანსების აღდგენის შემთხვევაში, შეჩერების პერიოდში გაუცემელი/მიუღებელი თანხა გაცემას/აღდგენას არ ექვემდებარება.

მუხლი 8. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები

1. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:

ა) ფაქტობრივი მზრუნველის/მხარდამჭერის მიერ ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის შესახებ, განცხადების წარდგენისას, ბენეფიციარის ფაქტობრივად გამოყვანის თარიღიდან;

ბ) ფაქტობრივი მზრუნველის ინიციატივით, თუ არსებობს დასაბუთებული მიზეზი (ავადმყოფობა, ოჯახური ან მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, საზღვარგარეთ სამკურნალო და სასწავლებლად გამგზავრება და სხვა საპატიო მიზეზი) ბენეფიციარის ფაქტობრივად გამოყვანის თარიღიდან;

გ) ფაქტობრივი მზრუნველის გარდაცვალებისას, გარდაცვალების თარიღიდან;

დ) ბენეფიციარის გარდაცვალებისას, გარდაცვალების თარიღიდან;

ე) ბენეფიციარის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ან/და სახელმწიფო ზრუნვის სხვა მომსახურებაში გადასვლის თარიღიდან;

ვ) თუ ბენეფიციარი დაქორწინდა, ქორწინების რეგისტრაციის თარიღიდან;

ზ) თუ ფაქტობრივი მზრუნველი არაჯეროვნად ასრულებს თავის მოვალეობებს ან/და არღვევს ხელშეკრულების პირობებს ან არ ზრუნავს სათანადოდ ბენეფიციარზე, რეგიონული საბჭოს/რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან;

თ) ბენეფიციარის მიერ მზრუნველის ოჯახის თვითნებურად დატოვების შემთხვევაში, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის   შეტყობინებიდან 6 კვირიანი ვადის გასვლისას, ვერ ხერხდება პირის ადგილსამყოფელის დადგენა, ფაქტობრივი მზრუნველისთვის დაფინანსების შეჩერების თარიღიდან;

ი) თუ ბენეფიციარი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (დაკავებიდან ან გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან);

კ) თუ ბენეფიციარს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა და იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღიდან;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის საბჭო/საბჭოს თავმჯდომარე.

3. ხელშეკრულების შეწყვეტის, ასევე, სხვა საჭიროების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო, ბენეფიციარის ინტერესების გათვალისწინებით, იღებს შესაბამის ზომებს მის ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებაში განთავსების უზრუნველსაყოფად და მიმართავს რეგიონულ საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მუხლი 9. ფაქტობრივ მზრუნველზე ზედამხედველობა

1. ფაქტობრივ მზრუნველზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკი.

2. ბენეფიციარის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სოციალური მუშაკი აწარმოებს ბენეფიციარის მხარდამჭერ ოჯახში ვიზიტს, წინასწარ შეთანხმებით ან შეთანხმების გარეშე არანაკლებ სამ თვეში ერთხელ.

3. სოციალური მუშაკი ამოწმებს:

ა) რამდენად სრულდება წინამდებარე წესის მიზნები და ამოცანები;

ბ) რამდენად არის დაკმაყოფილებული ბენეფიციარის საჭიროებები;

გ) როგორი გარემოა ოჯახში შექმნილი ბენეფიციარისთვის;

დ) ზედამხედველობის განხორციელების პროცესისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებს.

სოციალური მუშაკი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ასახავს სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვიზიტის ფორმაში.

4. იმ შემთხვევაში, თუ სოციალური მუშაკი გამოავლენს ბენეფიცარისთვის საზიანო გარემოს ან/და სხვა საეჭვო გარემოებებს, იგი ამზადებს დასკვნას ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარესთან წარსადგენად.