დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 16 |
დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.106.016354 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.106.016336) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები – 16917,3 ათასი ლარით; ა.ბ) გადასახდელები – 19545,3 ათასი ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი – 7462,1 ათასი ლარით, მათ შორის: ა.გ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად – 1054,4 ათასი ლარი; ა.გ.ბ) რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან – 5623,7 ათასი ლარით; ა.გ.დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 784,0 ათასი ლარით; ა.დ) სარეზერვო ფონდი – 14,8 ათასი ლარით; ა.ე) ფინანსური აქტივების ცვლილება, კლება 2628,0 ათასი ლარით.“. |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის: |
ბ.ა)
პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
„მუხლი 2. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
„მუხლი 3. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 16317,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
,,მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 8165,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
„მუხლი 5. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7462,1 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
„მუხლი 6. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 690,0 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
ბ.ბ)
მე-7, მე-8, მე-9, მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9205,3 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
„მუხლი 8. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება, მათ შორის: ა) განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 10222,9 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 600,0 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
„მუხლი 9. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული ფორმით:
მუხლი 10. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2510,9 ათასი ლარით.“. |
ბ.გ)
მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 14,8 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების შესაბამისად.“. |
ბ.დ)
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ხობის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 1054,4 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯამრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 99.9 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 105,6 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4,5 ათასი ლარი; დ) საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე 314,4 ათასი ლარი; ე) საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 530,0 ათასი ლარი.“. |
ბ.ე)
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 29 დეკემბერს. |
|
დოკუმენტის კომენტარები