„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 29/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016434
84
29/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
300280000.16.009.016434
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №84

2020 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 08.12.2008 №175, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.460)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 91. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები

ა)

220/380 ვოლტი:

   

ა.ა)

2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე

11.543 თეთრი/კვტსთ;

ა.ბ)

2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე

9.427 თეთრი/კვტსთ;

ბ)

3,3-6-10 კილოვოლტი:

   

ბ.ა)

2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე

4.977 თეთრი/კვტსთ;

ბ.ბ)

2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე

4.950 თეთრი/კვტსთ;

გ)

35-110  კილოვოლტი:

   

გ.ა)

2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე

2.763  თეთრი/კვტსთ;

გ.ბ)

2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე

1.851 თეთრი/კვტსთ.”;

 

2. 111 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“  მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული დროებითი ტარიფები ძაბვების მიხედვით:

ა)

220/380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი):

   
 

2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე

 

27.085 თეთრი/კვტსთ;

ბ)

3,3-6-10 კილოვოლტი: 

   
 

2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე

 

26.169 თეთრი/კვტსთ;

გ)

35-110  კილოვოლტი:

 

 

 

2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე

23.955 თეთრი/კვტსთ.“;

 

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„2. მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში (სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისათვის) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული დროებითი ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

ა)

101 კვტსთ-ის ჩათვლით:

   
 

2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე

15.026 თეთრი/კვტსთ;

ბ)

101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით:

   
 

2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე

18.396 თეთრი/კვტსთ;

გ)

301 კვტსთ-დან და მეტი:

   
 

2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე

 

22.226 თეთრი/კვტსთ.“.

 

მუხლი 2
2017-2020 წლების განმავლობაში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასის კორექტირების ფარგლებში დაგეგმილ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის სხვაობის იმ ნაწილს, რომლის ანაზღაურებაც ვერ მოხდება ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფით, კომისია გაითვალისწინებს 2021 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე