დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დროებითი დარიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72-139 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.101.016813 |
72-139
29/12/2020
ვებგვერდი, 30/12/2020
210020010.35.101.016813
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული
ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დროებითი დარიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დროებითი დარიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „დანართი 2“-ის 21-ე კატეგორიით გათვალისწინებულ პირებს (რესტორნები, პიცერიები, სასადილოები (გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა), კაფეები და ბარები), რომლებიც ფუნქციონირებას აგრძელებენ პროდუქციის გარე მიწოდების სერვისით (ან ონლაინ რეჟიმში) შესაბამისი მიმართვის საფუძველზე დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხოთ ამავე დანართის 23-ე კატეგორიიის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ პერიოდზე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, ამ დადენილების ამოქმედებამდე არსებული წესით, ზედმეტად გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე (რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას), რომელიც ჩაითვლება 2021 წლის 31 იანვრის შემდგომ დარიცხული მიმდინარე დავალიანების დასაფარად. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პირები უფლებამოსილი არიან უარი განაცხადონ ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შეღავათზე, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან განაცხადის შეტანის გზით. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები